რა სიახლეებია Android 12-ის ბეტა ვერსიაში და რომელი სმარტფონები შეძლებენ ბეტა ვერსიის მიღებას?!

დაბრუნება Posts

რა სიახლეებია Android 12-ის ბეტა ვერსიაში და რომელი სმარტფონები შეძლებენ ბეტა ვერსიის მიღებას?!


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოქვეყნებული დეველოპერული ვერსიის შემდეგ, როგორც იქნა Android 12 ბეტა ვერსია უკვე ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი! ამიერიდან კი პირველი ბეტა ვერსია ხელმისაწვდომი იქნება Pixel მოწყობილობებზე და სევე რამდენიმე სხვა მწარმოებლის სმარტფონებზეც.

Android 12 წარმოგიდგენთ ისტორიაში უდიდეს რედიზაინს, რომელიც ემყარება “დიზაინზე ფიქრის ახალ გზას”, სახელწოდებით Material You. ეს ყველაფერი პერსონალიზებას ეხება, ხოლო მთავარი ფუნქცია შედგება თქვენი ფონიდან დინამიურად შექმნილი თემებისგან.

თქვენ უბრალოდ ირჩევთ ფონს და სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს რომელი ფერები დომინანტურია, რომელია ერთმანეთის დამატებული და რომელი “უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურება”. შემდეგ ის იყენებს იმ ფერს მთელ ოპერაციულ სისტემაში – შეტყობინებების ჩრდილში, დაბლოკვის ეკრანზე, ხმის კონტროლის საშუალებებზე, ახალ ვიჯეტებზე და ა.შ.

ახალ Android 12-ის ბეტა ვერსიაში, თქვენ შეხვდებით უამრავ გლუვ ანიმაციასაც, ახალი ოპერაციული სისტემის წყალობით ამიეირდან სმარტფონში CPU– ს მუშაობა 22% შემცირდება. Google Pay და Home Controls ახლა უკვე ინტეგრირებულია სწრაფ პარამეტრებში. შესაბამისად შეგიძლიათ დიდხანს დააჭიროთ გამორთვის ღილკს Google ასისტენტის გამოსაძახებლად, ისევე როგორც ადრე ზოგიერთ სმარტფონებზე იყო ხელმისაწოდმი.

Android 12 reaches beta phase, introducing a huge redesign

კონფიდენციალურობის თემასთან დაკავშირებით, სტატუსის ზოლის ზედა მარჯვენა ნაწილში არის ახალი მაჩვენებელი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ როდის იყენებენ თქვენი აპები მიკროფონს ან კამერას. გარდა ამისა, თქვენ სწრაფად შეგიძლიათ წაშალოთ აპის წვდომა ამ სენსორებზე მთელი სისტემისთვის.

ახალ ოპერაციულ სისტემაში თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ მდებარეობის სავარაუდო ინფორმაცია გაუზიაროთ ზოგიერთ აპს, თქვენი ზუსტი მდებარეობის ნაცვლად. ეს კარგად მუშაობს ისეთ აპლიკაციებთან, როგორიცაა ამინდის პროგრამები, რომლებსაც შეიძლება არ დასჭირდეთ თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობა მათი საქმის გასაკეთებლად – შესაძლოა საკმარისი იყოს თქვენი ქალაქიც.

Android 12 reaches beta phase, introducing a huge redesign

გარდა ამისა, Android 12-მა გააუმჯობესა ხელმისაწვდომობის ფუნქციები მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის, ეკრანის ანაბეჭდების გადაადგილების მხარდაჭერა, საუბრის ვიჯეტები.

შეგახსენებთ, რომ ამ დროსათვის Androd 12-ის მხოლოდ პირველი ბეტა ვერსია არის ხელმისაწვდომი, ხოლო შემდეგი ბეტა ვერსიები ხელმისაწვდომი გახდება ივნისის და ივლისის შუა რიცხვებში, ხოლო ფინალური ანუ სტაბილური ვერსია ოფიციალურად სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ჩაეშვება ახალ Pixel 6-თან ერთად.

რაც შეეხება ამჟამინდელ ბეტა ვერსიას, იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობებისათვის:

  • Pixel 3
  • Pixel 3 XL
  • Pixel 3a
  • Pixel 3a XL
  • Pixel 4
  • Pixel 4 XL
  • Pixel 4a
  • Pixel 4a 5G
  • Pixel 5
  • Asus (Zenfone 8)
  • OnePlus (OnePlus 9 and 9 Pro)
  • Oppo (Find X3 Pro)
  • Realme (Realme GT 5G)
  • Tecno (Camon 17)
  • TCL (TCL 20 Pro 5G)
  • Vivo (iQOO 7 Legend)
  • Xiaomi (Mi 11, Mi 11 Ultra, Mi 11I,  Mi 11X Pro)
  • ZTE (ZTE Axon 30 Ultra 5G

გააზიარე

დაბრუნება Posts