მალე Twitter-ზე Facebook-ის მსგავსი სხვდასხვა რეაქციები დაემატება

დაბრუნება Posts

მალე Twitter-ზე Facebook-ის მსგავსი სხვდასხვა რეაქციები დაემატება


Twitter აშკარად ეძებს უფრო მრავალფეროვანი რეაქციების დაატებას საკუთარ პლატფორმაზე. რამდენიმე დღის წინ, კი ერთ-ერთმა ინსაიდერმა Jane Manchun Wong– მა გამოაქვეყნა იმ ახალი ემოციები შესახებ ინფორმაცია, რომლის დამატებასაც Twitter-ი უახლოეს მომავალში აპირებს. როგორც ფოტოზე ხედავთ ამჟამად მხოლოდ “ჰმმ” და “ჰაჰას” რეაქციებს აქვთ შესაბამისი ხატულები. “Cheer” და “Sad” ემოციებზე კი უბრალოდ გამოიყენება “Like” ხატულა.

როგორც ჩანს, ახალი ფუნქცია უკვე ტესტირებაში მიმდინარეობს მინიმუმ ორი კვირაა, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ Twitter- ის მსგავს პლატფორმაზე მომხმარებლის ნებისმიერი ახალი სიახლე ძალიან ფრთხილად უნდა იქნას განხილული. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ რამე გამოიყენონ ბულინგის ან შევიწროების მიზნით და გამოიწვიოს რთული სიტუაცია.

Twitter ბოლო დროს ერთგვარი ფუნქციების გაფართოების ხასიათს ატარებს, ისეთი ახალი დამატებებით, როგორიცაა Super Follows და სხვა ფუნქციები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ თვეში, Twitter- მა უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახსნა მხოლოდ ხმოვანი ფუნქციის სერვისი. საბოლოო ჯამში, ფრთხილი მაგრამ საკმაოდ ამბიციური ნაბიჯები ნამდვილად საინტერესო ჩანს კომპანია Twitter-ისგან.


გააზიარე

დაბრუნება Posts