მალე Galaxy Watch 4 WearOS-ით, 5ნმ ჩიფსეტითა და ეკრანის მცირე ჩარჩოებით იქნება აღჭურვილი

დაბრუნება Posts

მალე Galaxy Watch 4 WearOS-ით, 5ნმ ჩიფსეტითა და ეკრანის მცირე ჩარჩოებით იქნება აღჭურვილი


სამშაბათს, კომპანია Google- მა I/O კონფერენციაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა Android- ის სხვადასხვა პროდუქტისა, Google აპლიკაციებისა და სხვადასხვა სერვისების განახლების შესახებ. განცხადებებს შორის იყო Google- ის პარტნიორობა Samsung- თან, კერძოდ კი Wear OS- ის და Tizen-ის ერთ სისტემაში გაერთიანებას სამომავლო სმარტ საათებისთვის.

მიუხედავად ამიას ჯერჯერობით ამ დრომდე არცერთ კომპანიას არ აღნიშნული სიახლე საკუთარ სმარტ საათებში გამოსაყენებისაკენ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მაგრამ ინსაიდერებმა IceUniverse-მ და RQuandt-მ გარკვეულწილად გაამხილეს Samsung- ის მომავალი Galaxy Watch-ის შესასხებ რამდენიმე ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ ზემოთ აღნიშნული ახალი ოპერაციული სისტემით წარსდგება ჩვენს წინაშე.

ახალი 5ნმ პროცესორი კი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება Android- ზე დაფუძნებული სმარტ საათებისთვის. Qualcomm– ის უახლესი ჩიფსეტი Snapdragon Wear 4100, რომელის დებიუტი Mobvoi TicWatch Pro 3 –ზე შედგა 12 ნმ ტექნოლოგიით გახლავთ დამზადებული, ხოლო Samsung– ის Exynos 9110-ით Galaxy Watch Active2 გახლავთ აღჭურვილი, რომელიც აგებულია 10 ნმ ტექნოლოგიაზე. თუ ინსაიდერის მიერ ზემოთ აღნიშნული სიახლე სიმართლეა, Samsung- ის შემდეგ ჭკვიან საათს შეეძლება გაუმკლავდეს მუშაობის ნებისმიერ დავალებას, თანაც ამავე დროს შეინარჩუნოს ბატარეის მნიშვმელოვანი დაზოგვა.

Galaxy Watch Active2– ს აქვს 2.5D მინა, რომელიც ნაზად იხრება საათის კიდეზე. ბოლოდ დროინდელი ინფორმაციით კი Watch Active4- ს ექნება ბრტყელი ეკრანის დამცავი, 2D შუშა და უფრო მცირე ზომის ჩარჩო, ამავდროულად საინტერესოა ისიც, გააგრძელებს თუ არა Samsung მბრუნავი ჩარჩოს გამოყენებას ახალ Galaxy Watch 4-ზე.

Fossil's New Wear OS Smartwatch Is The First Affordable Model With  Snapdragon 3100 | Smart watch, Fossil smart watch, Fossil

მიუხედავად იმისა, რომ Google- მა ნათლად წარმოგვიდგინა, თუ რა შეიძლება ველოდოთ ახალი Wear OS- სგან, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სისტემის ყველა სიახლის შესახებ ინფორმაცია. კონფერენციაზე განცხადება კი უფრო თიზერს ჰგავდა. ახალი განახლება ასევე ხელს შეუწყობს ახალ აპლიკაცისაც, მათ შორის, Google Maps- ის, ფილების, Spotify- ის, YouTube Music- ის განახლებას და ორივე მუსიკალური პროგრამისთვის ხაზგარეშე ჩამოტვირთვების დამატებას და ა.შ


გააზიარე

დაბრუნება Posts