კომპანია Microsoft-მა ოპერაციული სისტემა -Windows 10X გააუქმა

დაბრუნება Posts

კომპანია Microsoft-მა ოპერაციული სისტემა -Windows 10X გააუქმა


19 მაისს, კომპანია Microsoft– მა განაცხადა, რომ მათ გააუქმეს ოპერაციული სისტემა – Windows 10X. აღნიშნული ინფორმაცია კი გამოქვეყნდა ბლოგის პოსტში, რომელშიც განხილულია Windows 10 21H1 ვერსიის ახალი სიახლეები.

Microsoft განცხდებით, Windows 10X გაუქმებულია
ამის ნაცვლად, Microsoft აერთიანებს Windows 10X– ის მახასიათებლებს Windows 10– სა და მის სხვა პროდუქტებში. კომპანიამ უკვე დაიწყო ზოგიერთი მათგანის განხორციელება Windows Insider preview builds- ზე, მაგალითად, ხმოვანი აკრეფის გაუმჯობესებული სერვისი და მოდერნიზებული სენსორული კლავიატურა, განახლებული ხმებით, ფერებით და ანიმაციებით.

Microsoft announces that Windows 10X has been canceled - GSMArena.com news

შეგახსენებთ, რომ Windows 10X იგულისხმებოდა Windows 10 – ის მოდერნიზებულ ვერსიად, რომელიც შექმნილი იყო სპეციალურად ორმაგი ეკრანის მოწყობილობებისთვის, მაგალითად Surface Neo.

ამჟამად, კი Microsoft-ი Windows 10 – ის უახლესი 21H1 განახლების პროცესშია, რომელიც შედარებით უმნიშვნელო განახლებაა, ხოლო უფრო მასშტაბური განახლება ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.


გააზიარე

დაბრუნება Posts