კომპანია Huawei ახალ ოპერაციული სისტემის HarmonyOS-ის ფინალურ ვერსიას 2 ივნისს წარადგენს

დაბრუნება Posts

კომპანია Huawei ახალ ოპერაციული სისტემის HarmonyOS-ის ფინალურ ვერსიას 2 ივნისს წარადგენს


რამდენიმე საათის წინ კომპანია Huawei-მ ახალი ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა სადაც ახალი ოპერაციული სისტემის დებიუტის შესახებ გვამცნობს ინფორმაციას. კერძოდ კი ახალი ოპერაციული სისტემის დებიუტი გაიმართება პირდაპირი ეთერის დროს, რომელიც ჩატარდებ 2 ივნისს, დღის 16:00 საათზე, შესაბამისად დიდი ლოდინის შემდეგ ჩვენ უკვე ვიხილავთ Huawei-ს პირველი ოპერაციული სისტემის საბოლოო ვერსიას.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში HarmonyOS- ის ჩატვირთვის პროცედურაა ნაჩვენები ეკრანზე, რომელიც აჩვენებს “Huawei” – ს “HarmonyOS” – ის ლოგოს. თიზერის ბოლოს აღწერილობაში ნათქვამია ასევე, რომ კონფერენციაზე Harmony OS-თან ერთად რამდენიმე ახალ პროდუქტსაც ვიხილავთ. სავარაუდოდ, უკანასკნელი იქნება Huawei MatePad2, რომელიც, გახდება პირველი მოწყობილობა HarmonyOS აღჭურვილი ოპერაციული სისტემით.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ კომპანია Huawei– მ განაცხადა, რომ იგი მიზნად ისახავს 300 მილიონი მოწყობილობის გაშვებას HarmonyOS– ის ოპერაციული სისტემით, მათგან კი მესამედი იქნება ახალი მოწყობილობები, რომლებიც ყუთანვე იქნება აღჭურვილი ახალი OS– ით.


გააზიარე

დაბრუნება Posts