Galaxy Z Fold3-ისა & Galaxy Z Flip2-ის პირველ დებიუტს ივლისში ვიხილავთ

დაბრუნება Posts

Galaxy Z Fold3-ისა & Galaxy Z Flip2-ის პირველ დებიუტს ივლისში ვიხილავთ


მოდით დავიწყოთ იმით, რომ წელს Galaxy S21 სერიის სმარტფონები, Samsung– მა ტრადიციულ გრაფიკზე ერთი თვით ადრე წარადგინა, და ახლა, როგორც ჩანს, მომავალი Z სერიის დასაკეც სამარტფონებს გასული წლისგან განსხვავებით რამდენიმე კვირით ადრე ვიხილავთ, რადგან სამხრეთ კორეის საინფორმაციო გამოცემა TheElec იუწყება, რომ Galaxy Z Fold3-ის და Z Flip2-ის სავარაუდოდ, პირველ დებიუტს ივილსში ვიხილავთ.

Samsung Galaxy Z Fold 2 finally available for pre-order in Nepal »  KismatTECH

აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip2 აღჭურვილი იქნება LTPO ეკრანებით, რომელზეც შესაძლებლობა იქნება როგორც სტილუსით გამოყენება ასევე ეკრან-ქვეშა კამერის ტექნოლოგიის განთავსება. ასევე ცნობილია, რომ Z Fold3– ის ორმაგი ელემენტის სიმძლავრე 4,380mAh იქნება, რაც ოდნავ ნაკლებია, ვიდრე Z Fold2– ის 4,500mAh.

ერთდაერთი ახსნა რაც შეიძლება შემცირებულ ეკრანსა და ბატარეას ჰქონდეს ეს სმარტფონის სისქის შემცირება და მისი ზომებში დაპატარავებაა. გარდა ამისა, Z Fold3- ის მთავარი პანელი სავარაუდოდ იქნება 7.55 ინჩის, ნაცვლად Z Fold2- ის 7.6 -ისა.


გააზიარე

დაბრუნება Posts