კომპანია Apple-ი 20 აპრილს ახალ მოწყობილობებს წარადგენს!

დაბრუნება Posts

კომპანია Apple-ი 20 აპრილს ახალ მოწყობილობებს წარადგენს!


Apple–ის შემდეგი ახალი ღონისძიება 20 აპრილს გაიმართება, კომპანიამ რამდენიმე საათის წინ ახალი ღონისძიებაზე “Spring Loaded” წარწერით გაგვაცნო. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ოფიციალური დადასტურება მხოლოდ რამდენიმე საათში მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის ხმოვანმა ასისტენტმა Siri-იმ კითხვაზე “როდის არის Apple- ის შემდეგი ღონისძიება?” მიმდინარე წლის 20 აპრილს პასუხობდა.

კომპაანის მიერ გავრცელებულ ფოტოდან Apple– ის ლოგოთი და ზამბარისებული ხაზები, შეიძლება მიანიშნებდეს Apple Pencil– ის ახალ სტილზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღონისძიების ჩატარების დრო ნამდვილად ხელს უწყობს ახალი iPad Pro- ს გამოსვლის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ახალ 11 და 12,9 დიუმიან ტაბლეტებს მსგავსი დიზაინი ექნებათ გასული წლის მოდელებისა. სხვა გავრცელებული ინფორმაციით, გაუმჯობესებაში შედის უფრო სწრაფი პროცესორი, რომლის მუშაობა შეესაბამება M1 ჩიპს, რომელიც Apple– მა გამოიყენა ბოლო მაკებში, განახლებული USB-C პორტები და უკეთესი კამერები. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი iPad mini უფრო დიდი 8.5-9 ინჩიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი.

ღონისძიებაზე შესაძლოა ასევე ვიხილოთ AirTags. უკანასკნელზე კი პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს მოხდა ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მოხდა მისი მასობრივი წარმოება, ის ჯერ ოფიციალურად არ ჩაშვებულა გაყიდვაში.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება გაიმართება 20 აპრილს, თბილისის დროით საღამოს 21:00 საათზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts