Huawei-ს განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს HarmonyOS 300 მილიონ მოწყობილობაზე იქნება გაშვებული

დაბრუნება Posts

Huawei-ს განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს HarmonyOS 300 მილიონ მოწყობილობაზე იქნება გაშვებული


როგორც იცით HarmonyOS არის Huawei– ს ეკოსისტემის მომავალი და კომპანია დიდ ინვესტიციას დებს მის განვითარებაში. კომპანიამ ახლა კიდევ ერთი სიახლე გამოქავეყნა საკუთარი ოპერაციული სისტემის შესახებ, მათივე თქმით Huawei– ს HarmonyOS წინასწარ დაინსტალირდება 100 მილიონ მოწყობილობაზე. კომპანიამ ასევე მიზნად დაისახა 300 მილიონი მოწყობილობა, რომლებიც იმუშავებენ HarmonyOS– ით, ხოლო 100 მილიონი მათგანი გამოვა ამ ოპერაციული სისტემით ყუთიდანვე.

Huawei's HarmonyOS to be pre-installed on 100 million devices

Wang Chenglu-მა Huawei– ს სამომხმარებლო ბიზნესის პროგრამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპერაციული სისტემა შექმნილია სხვადასხვა მოწყობილობების გაერთიანებისთვის, მათ შორის არა მხოლოდ სმარტფონებისა და ტელევიზორებისთვის. ოპერაციული სისტემა უნივერსალური ხასიათისაა.

Huawei– მ უკვე დაადასტურა, რომ მისი სმარტფონების ჯგუფს შეეძლება HarmonyOS– ზე გადასვლა, მაგრამ მას ჯერ არ აქვს დეტალური გეგმა გამოქვეყნებული.


გააზიარე

დაბრუნება Posts