მალე შესაძლოა Mercedes-Benz-მა G-class-ის ელექტრო ვერსია EQG გამოუშვას

დაბრუნება Posts

მალე შესაძლოა Mercedes-Benz-მა G-class-ის ელექტრო ვერსია EQG გამოუშვას


ლეგენდარული G Class-ი შესაძლოა, მალე ელექტრო გახდეს! ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ბიუროში Mercedes-Benz-მა ახალი სავაჭრო ნიშნის დასარეგისტრირებლად შეიტანა განაცხადა, სადაც იქ ახალი მოდელის EQG შესახებ არის ნათქვამი.

Mercedes benz eqg 2022 3D model - TurboSquid 1479860

EQ კი როგორც იცით წარმოადგენს კომპანისს ცალკე ხაზს, რომლის ქვეშაც Mercedes-ი მის ახალ ელექტრომობილებს უშვებს როგორებიცაა თუნდაც: EQA, EQC,EQS და ა.შ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია 15 აპრილს ახალ ელექტრომობილს EQS წარადგენს, რომელიც სტანდარტული S Class-ისგან განსხვავებით სრულიად ელექტრო იქნება.

მართალია, ჯერჯერობით EQG-ის შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა Mercedes განაცხადი ორ მოდელზე EQG 580 და EQG 560 აქვს შეტანილი, შესაბამისად სავარაუდოა, რომ ახალი EQG სხვადასხვა სპეციფიკაციებით და მახასიათებლებით ვიხილოთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts