Xiaomi Mi 11 Pro & Mi 11 Ultra-ს პირველ დებიუტს 29 მარტს ვიხილავთ
Xiaomi-მ 23 მარტს ოფიციალურად დანონსა “მეგა კონფერენცია”, სადაც გავრცელებული ინფორმაციით კომპანია 29 მარტს რამდენიმე ახალ სმარტფონს Mi 11 Pro-ს, Mi 11 Ultra-ს და Mi 11 Lite- ს წარადგენს.

Weibo- ს პოსტში, Xiaomi- მ განაცხადა, რომ ორი ახალი სმარტფონები კონკურენციას გაუწევს ე.წ “საუკეთესო Android სმარტფონის” ტიტულის მქონე მოწყობილობებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ორივე ფლაგმანურ სამრტფონს სავარაუდოდ ექნება 50 MP Samsung ISOCELL Bright GN2 სენსორი მრავალმხრივი ავტოფოკუსით, და ასევე ველით, რომ მათ უკანა მხარეს ექნებათ პატარა ეკრანი საუკეთესო სელფებისა და TikTok ვიდეოების გადასაღებად.
შეგახსნებთ, რომ ღონისძიება შემდეგ ორშაბათს არის დაგეგმილი, თბილისის დროით 15:30-ზე.