კომპანია Samsung-ი Galaxy Watch4 & Watch Active4 მიმდინარე წლის ივნისში წარადგენს

დაბრუნება Posts

კომპანია Samsung-ი Galaxy Watch4 & Watch Active4 მიმდინარე წლის ივნისში წარადგენს


როგორც ჩანს, კომპანია Samsung-ი Galaxy Watch4 და Galaxy Watch Active4 ამ წლის Q2– ში წარადგენს. შესაბამისად, Samsung-ი გამოტოვებს Galaxy Watch Active3 და გადავა ის პირდაპირ 4 ნომერზე, სერიის დასახელების უწყვეტობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერმა ice universe არ ავრცელებს საათების შესახებ კიდევ სხვა ინფორმაციას, თუმცა ჩვენ მისგან და სხვა ინსაიდერებისგან მოვისმინეთ უკვე, რომ კომპანია აპირებს შეცვალოს თავისი Tizen OS-ს Android Wear OS– ით.

Galaxy Watch4 და Watch Active4-ს ასევ საშუალება ექნება გააკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე, რაც დიაბეტით დაავადებულთათვის არაჩვეულებრივ სიახლეს წარმოადგენს, რადგან ამიერიდან მათ აღარ მოუწევთ ამისათვის ჩხვლეტა და სისხლის მეშვეობით შაქრის დონის გაგება.

მარათლია, Samsung-ი თავისი შემდეგი ჭკვიანი საათების წარდგენას Galaxy Z Fold3 და Z Flip3 პრეზენტაციაზე ველოდით ზაფხულის ბოლოს, მაგრამ Q2 ნიშნავს არაუგვიანეს ივნისისა.


გააზიარე

დაბრუნება Posts