Xiaomi-ს ახალ Mi Mix სერიის სმარტფონს მალე პირველი თხევადი ლინზით აღჭურვილი კამერა ექნება

დაბრუნება Posts

Xiaomi-ს ახალ Mi Mix სერიის სმარტფონს მალე პირველი თხევადი ლინზით აღჭურვილი კამერა ექნება


როგორც ჩანს კომპანია Xiaomi Mi Mix სერიის დაბრუნებას 29 მარტს გეგმავს. თიზერში კომპანიამ გამოავლინა, რომ სმარტფონს ექნება თხევადი ლინზით აღჭურვილი კამერა. უკანასკნელი კი თითქმის იდენტურად გვიჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ადამიანის თვალი და როგორ აფიქსირებს ის მყისიერად ფოკუსირებას სხვადასხვა მანძილზე არსებულ ობიექტებზე.

Xiaomi ტექნოლოგიას უწოდებს “Bionic photography”. Weibo- ს ოფიციალური პოსტის თანახმად, ამ სითხეს აქვს მაღალი სინათლის გამტარობა, ულტრა დაბალი დისპერსია და ძალზე მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ Xiaomi- ს Mi Mix ხაზს წლების განმავლობაში საკმაოდ ექსპერიმენტული დიზაინი ჰქონდა. 2018 წელს Mi Mix 3 იყო პირველი სმარტფონი, რომლებმაც შესთავაზეს მექანიკური სელფია კამერა და შემდეგ წელს მათ წარადგინეს Mi Mix Alpha, რომელსაც ჰქონდა ეკრანი, რომელიც თითქმის მთელ მოწყობილობას ფარავდა.


გააზიარე

დაბრუნება Posts