Spotify უკვე საქართველოშიც გახდა ხელმისაწვდომი!

დაბრუნება Posts

Spotify უკვე საქართველოშიც გახდა ხელმისაწვდომი!


სულ რამდნიმე საათის წინ Spotify-ს ოფიციალურმა გვერდმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ისინი იმ 80+ ახალი ქვეყნის შესახებ იუწყებიან, რომელშიც ამიერიდან Spotify ოფიციალურად გახდება ხელმისაწვდომი.

როგორც ბლოგში ვკითხულობთ კომპანია მაქსიმალურად მუშაობს იმ ქვეყნებში ოფიციალურად შესვლას, სადაც 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი არის აღნიშნული სერვისის გარეშე დარჩენილი, შესაბამისად კომპანიამ გადაწყვიტა გაეფართოებინა იმ ქვეყნების არეალი სადაც, Spotify ოფიციალურად იქნებოდა ხელმისაწვდომი. უკანასკნელთა რიგში მოექცა საქართველოც, რის გამოც ამიერიდან Spotify-ს გამოყენებას VPN-ის გარეშე შეძლებთ.

იხ. იმ ქვეყნების სია, სადაც უკვე ამიერიდან Spotify ოფიციალურად იქნება ხელმისაწვდომი:

ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელიზი, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბრუნეი დარუსსალამი, ბურკინა ფასო, ბურუნდი, კაბო ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, ჩადი, კომორები, კოტ დ ‘ივუარი, კურასაო, ჯიბუტი, დომინიკა, ეკვატორული გვინეა, ესვატინი, ფიჯი, გაბონი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, გაიანა, ჰაიტი, იამაიკა, კენია, კირიბატი, ყირგიზეთი, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ლესოტო, ლიბერია, მაკაო, მადაგასკარი, მალავი, მალდივები, მალი, მარშალის კუნძულები, მავრიტანია, მავრიკი, მიკრონეზია, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნამიბია, ნაურუ, ნეპალი, ნიგერი, ნიგერია, პაკისტანი, პალაუ, პაპუა ახალი გვინეა, რუანდა, სამოა, სან მარინო, სან ტომე და პრინციპი , სენეგალი, სეიშელის კუნძულები, სიერა ლეონე, სოლომონის კუნძულები, შრი-ლანკა, სენტ-კიტსი და ნევისი, წმინდა ლუჩია, წმინდა ვინსენტი და გრენადინები, სურინამი, ტანზანია, ტიმორი-ლესტე, ტოგო, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უგანდა , უზბეკეთი, ვანუატუ, ზამბია და ზიმბაბვე.


გააზიარე

დაბრუნება Posts