ამიერიდან Android-ის ნებისმიერ სმარტფონზე 4K ვიდეოს ჩვენება შეგეძლებათ მაშინაც კი თუ თქვენს სმარტფონს 4K ეკრანი არ გააჩნია

დაბრუნება Posts

ამიერიდან Android-ის ნებისმიერ სმარტფონზე 4K ვიდეოს ჩვენება შეგეძლებათ მაშინაც კი თუ თქვენს სმარტფონს 4K ეკრანი არ გააჩნია


YouTube-ის აპლიკაციას Android მომხმარებლებისთვის საკმაოდ კარგი სიახლე აქვს! მიმდინარე ცვლილებებით ამიერიდან თქვენ შეგეძლებათ 4K რეზოლუციის ვიდეო გაუშვათ ნებისმიერ სმარტფონში, უკანასკნელი მაშინაც შესაძლებელია თუ სმარტფონს არ გააჩნია 4K რეზოლუციის ეკრანი. ახალი ფუნქცია, როგორც ჩანს, სერვერის მხრიდან არის განახლებული, რადგან სიახლით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი აპლიკაციის ბოლოს განახლებას ფლობდეთ.

Image result for YouTube for Android now giving 4K playback option even if don't have a 4K screen

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წელს iOS მომხმარებლებისთვის ზემოთ აღნიშნული სიახლე iOS 14-ის გაშვებასთან ერთად გახდა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფუნქცია ჯერჯერობით ყველა მოწყობილობაზე არ მუშაობს სტაბილურად და მაღალი რეზოლუციის ვიდეოს ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია თქვენ სმარტფონზე ვიდეოს გაშვებისას რაიმე შეფერხებასაც წააწყდეთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა თქმა უნდა აღნიშნული ფუნქცია ჯერ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და იგი ეტაპობრივად გავრცელდება ყველა მოწყობილობაზე. ასე რომ კომენტარებში გაგვიზიარეთ სარგებლობთ თუ არა ამ სერვისით და გაგვაცანით თქვენი შეხედულება თუ რამდენად კმაყოფილი ხართ ახალ ფუნქციაზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts