2021 წლის საუკეთესო მეორეული სმარტფონები

დაბრუნება Posts

2021 წლის საუკეთესო მეორეული სმარტფონები


საუკეთესო ფლაგმანური სმარტფონები ყოველთვის იღებენ დიდ ფასდაკლებას მათი მემკვიდრის გამოსვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი სმარტფონის შეცვლისას მაშინვე ეძებს სასურველ საფასო კატეგორიაში ახალ სმარფონებს მაინც არსებობს მეორე გამოსავალი საუკეთესო მახასიათებლის მქონე სმარტფონის შესაძენად, რადგან ზოგიერთ მომხმარებელი უპირატესობას მეორეულ სმარტფონის შეძენას ანიჭებს და არა ახლის.

შესაბამისად, ბაზარზე მეორეული სმარტფონების დიდი მოთხოვნის გამო დღეს გაგაცნობთ 2021 წლის თებერვლის მონაცემებით ყველაზე სასურველ და პოპულარულ მეორეულ სმარტფონების ჩამონათვალს, რომლებიც საუკუთესო ფასითა და ტექნიკურ მახასიათებლებით გამოირჩევიან.

1. iPhone XS

Image result for iPhone XS official

5.8 ინჩიანი Oled ეკრანი (2436×1125) | CPU: A12 Bionic | ოპერატიული: 4GB | მეხსიერება: 64GB, 256GB | უკანა კამერა: 12MP wide (ƒ/1.8); 12MP telephoto (ƒ/2.4) | წინა კამერა: 7MP (ƒ/2.2)

ლამაზი OLED ეკრანი, სწრაფი A12 Bionic პროცესორი, გაუმჯობესებული კამერები Smart HDR- ით და უკეთესი ბოკე ეფექტით, ეს ყველა ის არასრული ჩამონათვალია რაც iPhone XS გამოირჩევა. როგორც იცით უკვე iPhone X-ს 3 წელზე მეტი შეუსრულდა, შესაბამისად მისმა ყიდვამ შესაძლოა გარკვეული პრობლემებიც გამოიწევიოს. ამ დროს კი სასურველი იქნება გირჩიოთ უფრო ახალი iPhone XS შეძენა, შესაბამისად უკანასკნელი უფრო დიდხანს მოგემსახურებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სმარტფონის შეძენიასას შეიძლება დაგჭირდეთ მესამე მხარის გამყიდველთან მიმართვა როგორიცაა Swappa ან Amazon. ტელეფონების განბლოკილი ვერსიების ნახვა კი შეგიძლიათ 310 დოლარადაც.

რა თქმა უნდა, გადამყიდველთან გარეკვული სმარტფნები არ არის სრულყოფილი, როგორიც არის Apple– ის სერტიფიცირებული განახლებული მოწყობილობები, მაგრამ მეორეული ნივთების გამყიდველი მაღაზიები კვლავ უზრუნველყოფენ მყიდველების დაცვას, მაგალითად, თანხის დაბრუნებას, თუ მიღებული საქონელს წუნი აღენიშნება.

ზემოთ აღნიშნული გარანტიები დროს კი ნამდვილად ღირს აღნიშნული სმარტფონის შეძენა, რადგან iPhone XS -ის თავისი მძლავრი A12 Bionic პროცესორით, Face ID ტექნოლოგიით და ულამაზესი დიზაინით უკეთეს ფასს ინახავს ვიდრე სხვა სმარტფონები. უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ფასები იკლებს მას შემდეგ, რაც iPhone 11 სერია გაჩნდა ბაზარზე გასულ შემოდგომაზე, და ახლა iPhone 12 გამოვიდა და უფრო იაფია ვიდრე ოდესმე.

2. Galaxy S9

Image result for galaxy s9 official

ეკრანი: 5.8-inch AMOLED (2960×1440) | CPU: Snapdragon 845 | RAM: 4GB | Storage: 64GB, 128GB, 256GB| უაკანა კამერა: 12MP wide (ƒ/1.5, ƒ/2.4) | წინა კამერა: 8MP (ƒ/1.7)

როგორც იცით Samsung Galaxy S9 განსაკუთრებით დიდი ცვლილება არ იყო Galaxy S8– სთან შედარებით, მაგრამ მას გააჩნდა უფრო ძლიერი პროცესორი და ახალი ორმაგი ლინზების კამერა, რეგულირებადი დიაფრაგმით. მას არ გააჩნია ახალი Galaxy S ტელეფონების უფრო ფუტურისტული მახასიათებლები, როგორიცაა მაგალლითად ულტრაბგერითი ეკრანის თითის ანაბეჭდის სენსორი. თუმცა ამ დროისათვის ბაზარზე S9 კვლავ ინარჩუნებს ერთ-ერთი ძლიერ სმარტფონის ტიტულს. მაშინაც კი, თუ შეიძენთ მას, თქვენ შეძლებთ დიდხანს გამოიყენოთ იგი.

ამიტომ ახლა შესაფერისი დროა, აღნიშნული სმარტფონის შესაძენად, რადგან იგი ისეთივე კარგი ოპერაციული სისტემით გამოირჩევა როგორც Samsung-ის უახლესი სმარტფონები.

3. Galaxy Note9

Image result for Galaxy Note9 official

ეკრანი: 6.4-inch AMOLED (2960×1440) | CPU: Snapdragon 845 | RAM: 6GB, 8GB |მეხსიერება: 128GB, 512GB / Yes | უკანა კამერა: 12MP wide (ƒ/1.5, ƒ/2.4); 12MP telephoto (ƒ/2.4) | წინა კამერა: 8MP (ƒ/1.7)

Galaxy Note 9-ს შეიძლება არ ჰქონდეს ლამაზი quad-lens ობიექტივი და Galaxy Note 20-ის დიზაინი, მაგრამ ის მაინც Samsung-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვად ფაბლეტად რჩება. მნიშვნელოვანია აღნიშნოს მისი სხვდასხვა ფუნქციონალით დახუნძლული S-Pen და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ თავის დროზე სმარტფონი დაახლოებით $1000 ღირდა ახალ მის შეძენას განახევრებულ ფასად შეძლებთ. ეს წარმოუდგენელი ფასია მსგავსი გაჯეტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტელეფონებს აქვთ უკეთესი კამერები და ბატარეის ხანგრძლივობა.

4.iPhone 8 Plus

Image result for iphone 8 plus official

ეკრანი: 5.5-inch LCD (1920×1080) | CPU: A11 Bionic | RAM: 2GB | მეხსიერება: 64GB, 128GB / No | უკანა კამერა: 12MP wide (ƒ/1.8); 12MP telephoto (ƒ/2.8) | წინა კამერა: 7MP (ƒ/2.2)

iPhone 8 Plus იყო ერთ-ერთი ბოლო ტელეფონი, რომელმაც შემოგვთავაზა iPhone– ის კლასიკური დიზაინი, Touch ID– ით აღჭურვილი ღილაკით და 16: 9 LCD ეკრანით.

აღნიშნული სმარტფონის დიზაინი დღეს ბევრ ადამიანის მოსწონს ამას ხაზს უსმევს Apple– ის ახალი ბიუჯეტური მოდელი iPhone SE-ის გაყიდვებიც. შესაბამისად ეს ამ დროს საუკეთესო შემოთავაზებაა აღნიშნული სმარტფონის შესაძენად თუ ოდნავ უფრო დიდი ეკრანის მქონე iPhone SE გსურთ. ამ სიაში მოცემული სხვა მოწყობილობებისთვის, ეს მაინც შესანიშნავი სმარტფონია, რომელიც ნამდვილად გაძლებს რამდენიმე წელი, განსაკუთრებით Plus– ის მოდელის ბონუსების გათვალისწინებით, ისევე როგორც მისი დამატებითი ოპერატიული მეხსიერება და ორმაგი ლინზების კამერები. თქვენ ასევე მიიღებთ სხვა ფუნქციებს, როგორიცაა უკაბელო დატენვა და IP67 წყლის გამძლეობა.

5. Google Pixel 3 XL

Image result for pixel 3 xl

კამერა: 6.3-inch OLED (2960×1440) | CPU: Snapdragon 845 | RAM: 4GB | Storage / Expandable: 64GB, 128GB / No | უკანა კამერა: 12MP (ƒ/1.8) | წინა კამერა: 8MP wide (ƒ/1.8); 8MP ultrawide (ƒ/2.2)

Google-ის ერთ-ერთი ფლაგმანური სმარტფონი Pixel 3 XL გამოირჩევა საუკეთესო კამერითა და ტექნიკური მახასიათებლებით. მართალია, იგი თითქმის 2 წლის სმარტფონია, თუმცა უკანასკელი კვლავინდებურათ უწევს კონკურენიცას ახლანდელ ფლაგნამური სმარტფონებს როგორც მისი კამერის მონაცემებით, ისე მისი ტექნიკური მახასიათებლით. ასევე აღსანიშნავია Google-ის მიერ საუკეთესოდ ოპტიმიზერებული სისტემა, რომელიც საერთოდ არ შეგქიქმნით რაიმე შეფერხებას სმარტფონის გამოყენებისას.

ზემოთ აღნიშნული სმარტფონი საუკეთესო გამოსავალია მაშინაც, თუ თქვენ არ გსურთ Google-ის ახალი ბიუჯეტური კლასის სმარტფონის Pixel 4a-ს შეძენა, ვინაიდან უკანასკნელისგან განსხვავებით Pixel 3 XL ფლაგმანისვის დამახასიათებელი მახასიათებლებს გვთავაზობს.

6.LG G8

Image result for LG G8 Official

ეკრანი: 6.1-inch OLED (3120×1440) | CPU: Snapdragon 855 | RAM: 6GB | მეხსიერება: 128GB | უკანა კამერა: 12MP wide (ƒ/1.5); 16MP ultrawide (ƒ/1.9) | წინა კამერა: 8MP wide (ƒ/1.7); time-of-flight VGA

მართალია, LG- ის სმარტფონებს გაყიდვის ტენდენცია არ აქვთ. თუმცა მისი შეძენა არც თუ ისე ცუდი გადაწყვეტილება იქნება. მაგალითისთვის G8-ს გააჩნია ჰაერის ჟესტების მქონე არაერთი ფუნქცია იგი ასევე აღჭურვილია Snapdragon-ის ფლაგმანური ჩიფსეტით და გამოირჩევა ყველა იმ ძირითადი მახასიათებლით რაც ფლაგმანურ სმარტფონებს ახასიათებს. შესაბამისად, აღნიშნული სმარტფონის შეძენის შემთხვევაში თქვენ ნამდვილად გამორჩეული სმარტფონის მფლობელი გახდებით როგორც მისი ფუნქციონალით, ასევე მისი დიზაინითაც.

Image result for used smartphones

მნიშვნელოვანია ასევე ყურადღება მიაქციოთ იმასაც, რომ მეორეული სმარტფონის ყიდვისას აუცილებელია გადაამოწმოთ მისი სანდოობა, რადგან ზოგიერთი გამყიდველი ხშირად არ ყიდის ორგინალ ან კარგად შეკეთებულ სმარტფონებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეორეული სმარტფონების ყიდვისას Apple-ს Android-ისგან განსხვავებით უფრო მეტი განახლების ხარგძლივობა აქვთ. მაგალითისთვის ახალ iPhone-ს მწარმოებლისაგან 5 წლის გარანტია აქვს, სადაც აღნიშნულ დროში თქვენ სისტენურ ანუ iOS განახლებას მიიღებთ, ხოლო Android სმარტფონებში კი ეს დრო 2-3 წლამდე მერყეობს.


გააზიარე

დაბრუნება Posts