General Motors 2035 წლისათვის საბოლოოდ შეწყვეტს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას
ამერიკულმა ავტომობილების მწარმოებელემა General Motors-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მალე საერთოდ შეწყვეტეს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას და მალე კომპანიის ქარხნებიც მაქსიმალურად შეწყვეტენ გარემოში მავნე ნივთიერებების გამოყოფას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაზარზე ელექტრომობილების დიდმა მოთხოვნამ, გარკვეულმა კონკურენციამ და შეზღუდვებმა კომპანიას საბოლოოდ გადააწყვეტინა, რომ მთლიანი სამოდელო გამა 2035 წლამდე ელექტრო ძრავზე გადაიყვანოს. შესაბამისად ეს შეეხება, როგორც 6,2 ლიტრიან V8 ძრავის მქონე Corvette-ს ასევე Chervolet-ს, Hummer-ს და სხვა მოდელებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2040 წლისთვის კი General Motors-ის ქარხნები ნახშირბადის გამოყოს 0%-მდე შეამცირებს. აქვე უნდა აღინიშნოს ასევე აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გამოცემული განკარგულებაც, სადაც ის მიმდინარე წლამდე სრულიად აღჭურვის მთავრობის ავტოპარკს ელექტრომობილებით.