Facbook Messenger მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს
რამდენიმე წუთის წინ, მომხმარებლებმა Downdetector-ზე აქტიურად დაიწყეს იმაზე წერა, რომ Facebook Messenger მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს!

კერძოდ კი მომხმარებლების 57% შეტყობინების მიღების შეფერხება აწუხებს, 30% ვერ უკავშირდება სერვერს, ხოლო 11% ვერ ახორციელებს ავტორიზაციას.

რაც შეეხება ოფიციალურ Facebook-ს, მათ ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია შეფერხების გაჩენის ან აღმოფხვრის შესახებ.