Apple მალე სრულიად ავტონომიურ ელექტრომობილს წარადგენს!

დაბრუნება Posts

Apple მალე სრულიად ავტონომიურ ელექტრომობილს წარადგენს!


ახალი ინფორმაცის თანახმად, კომპანია Apple-მა შეთანხმებას მიაღწია სამხრეთ კორეული ავტო მწარმოებელ Kia-სთან, პირველი ელექტრო ავტომობილის შესაქმენლად. გავრცელებული ინფორმაციით კი Kia-სა და Apple-ის მიერ შექმნილი პირველი ელექტრომობილის სრული წარმოება 2024 წელს დაიწყება.

Image result for apple kia

აღსანიშნავია ისიც, რომ Apple– ის პირველი ავტომობილი სტანდარტული მომხმარებლისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, ვინაიდან იგი მიზნად ისახავს ბიზნესის მიმართულების ხელშეწყობას. უფრო მეტიც, იგი შექმნილი იქნება სრულად ავტონომიურად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ემთხვევა Apple– ის მიერ Drive.ai– ს (თვითმმართვადი მანქანის სტარტაპი) შეძენას.

სამხრეთ კორეის სხვა წყარომ ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 27 თებერვალს, Apple და Kia გააფორმებენ 3.5 მილიარდ აშშ დოლარს გარიგებას Kia– ს მომავალი ქარხანის ასაშენებლად, რომელიც ჯორჯიას შტატში განთავსდება. ეს კი უზრუნველყოფს Apple-ის ავტომობილის მინიმუმ 100,000 ერთეულს წარმოებას წელიწადში, 2024 წლისათვის კი ეს რიცხვი შეიძლება 400,000-მდე გაიზარდოს.


გააზიარე

დაბრუნება Posts