კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი კონცეპტუალური სმარტფონი, რომლსაც ე.წ “ჩანჩქერისებრი” ეკრანი გააჩნია

დაბრუნება Posts

კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი კონცეპტუალური სმარტფონი, რომლსაც ე.წ “ჩანჩქერისებრი” ეკრანი გააჩნია


როგორც იცით Xiaomi-ს უყვარს ზოგადად კონცეპტუალური სმარტფონების ჩვენება თითქმის ყოველწლიურად, უკანასკნელი კი ეს Mi Mix Alpha გახლდათ, რომელიც კომპანიამ 2019 წლის სექტემბერში წარმოგვიდგინა. დღეს კი კომპანიამ კიდევ ერთი ახალი გაჯეტი წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის მრუდე ეკრანი გააჩნია, უკანასკნელის ეკრანი ოთხივე მხრესაა გადაზნექილი. Xiaomi კი მას 88-გრადუსიანი ჰიპერ ოთხკუთხა ეკრანს უწოდებს, შესაბამისად ეს არის ყველაზე ექსტრემალური მრუდის მქონე ეკრანი, რომელიც დღემდე გვინახავს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული მოწყობილობა არ შეიცავს პორტებს ან რაიმე ფიზიკურ ღილაკებს. ახალ ეკრანს კუთხეებში გააჩნია ოთხი მომრგვალებული კანტი, რომლებიც სავარაუდოდ არასასურველი შეხების თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი. კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციაა ასევე სტატუსის ზოლი ზედა მარჯვენა მხარეს, რომელსაც სხვადასხვა შეტყობინების ჩვენება შეუძლია.

Xiaomi demos waterfall display that curves in all four corners

Xiaomi- ს დემო სმარტფონი, რომელსაც ფოტოებსა და ვიდეოში ხედავთ მხოლოდ სარეკლამო გრაფიკაა და იგი არ წარმოადგენს რეალურ სრულფასოვან მოწყობილობას, თუმცა Xiaomi- ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ არსებობს რეალური პროტოტიპი აღნიშნული ტექნოლოგიის სმარტფონის. მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როდის ვიხილავთ კომერციულად ხელმისაწვდომ Xiaomi- ს სმარტფონს, რომელსაც აღნიშნული ტექნოლოგიის მქონე ეკრანი ექნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts