ამიერიდან ყველა 2019 წლამდე გამოშვებული Samsung-ის სმარტფონი 4 წლიან უსაფრთხოების განახლებას მიიღებს

დაბრუნება Posts

ამიერიდან ყველა 2019 წლამდე გამოშვებული Samsung-ის სმარტფონი 4 წლიან უსაფრთხოების განახლებას მიიღებს


როგორც ჩანს კომპანია Samsung-მა მკაცრი პოზიცია დაიკავა უსაფრთხოების მხრივ, მათივე სმარტფონებისათვის უსაფრთხოების განახლებების გაფართოებული მხარდაჭერით.

2019 წლიდან გამოშვებული ყველა Galaxy, Z, S, Note, A, M, XCover და Tab სერიების ყველა Galaxy სმარტფონი მიიღებს უსაფრთხოების განახლებებს მინიმუმ 4 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქ საუბარია უსაფრთხოების განახლებაზე და არა ოპერაციული სისტემაზე. მართალია, სამსუნგმა სულ რამდენიმე ხნის წინ პირობა დადო, რომ ამიერიდან მათი სმარტფონები 3 ეტაპიან ოპერაციული სისტემის განახლებას მიიღებდნენ, თუმცა როგორც ეს მაშინ ითქვა აღნიშნული სიახლე მხოლოდ ფლაგმანური სმარტფონებისთვის იყო განკუთვნილი.

Samsung Android updates: 3 years of support is standard - 9to5Google

აღსანიშნავია ისიც, რომ უსაფრთხოების განახლებები შეიძლება იყოს ყოველკვარტალურად ან ყოველთვიურად და მათ უფრო გრძელი დრო სჭირდება კონკრეტულ მოწყობილობამდე მისვლას, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ლოკაციებზე.

ქვემოთ კი მოცემულია მოწყობილობების სრული სია, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ მინიმუმ 3 წლიანი უსაფრთხოების განახლება. საინტერესოა, რომ Galaxy A02 არ არის ნახსენები, (თუმცა A02s არის) და არც Galaxy M02 და M02s, ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, არის თუ არა ისინი მხარდაჭერილ მოწყობილობებს შორის.

  • Galaxy Foldable devices: Fold, Fold 5G, Z Fold2, Z Fold2 5G, Z Flip, Z Flip 5G
  • Galaxy S series: S10, S10+, S10e, S10 5G, S10 Lite, S20, S20 5G, S20+, S20+ 5G, S20 Ultra, S20 Ultra 5G, S20 FE, S20 FE 5G, S21 5G, S21+ 5G, S21 Ultra 5G
  • Galaxy Note series: Note10, Note10 5G, Note10+, Note10+ 5G, Note10 Lite, Note20, Note20 5G, Note20 Ultra, Note20 Ultra 5G
  • Galaxy A series: Galaxy A series: A10, A10e, A10s, A20, A20s, A30, A30s, A40, A50, A50s, A60, A70, A70s, A80, A90 5G, A11, A21, A21s, A31, A41, A51, A51 5G, A71, A71 5G, A02s, A12, A32 5G, A42 5G
  • Galaxy M series: M10s, M20, M30, M30s, M40, M11, M12, M21, M31, M31s, M51
  • Galaxy XCover series: XCover4s, XCover FieldPro, XCover Pro
  • Galaxy Tab series: Tab Active Pro, Tab Active3, Tab A 8 (2019), Tab A with S Pen, Tab A 8.4 (2020), Tab A7, Tab S5e, Tab S6, Tab S6 5G, Tab S6 Lite, Tab S7, Tab S7+

გააზიარე

დაბრუნება Posts