ZTE Axon 30 Pro გახდება პირველი სმარტფონი, რომელსაც Samsung-ის მიერ დამზადებული 200MP კამერა ექნება

დაბრუნება Posts

ZTE Axon 30 Pro გახდება პირველი სმარტფონი, რომელსაც Samsung-ის მიერ დამზადებული 200MP კამერა ექნება


ჩინელი ინსაიდერების თანახმად, რომლებიც სოციალურ ქსელ Weibo-ზე იტყობინებიან ZTE– ს მომავალ სმარტფონს Axon 30 Pro-ს შესაძლოა Samsung– ის ჯერ კიდევ დაანონსებული 200MP S5KGND სენსორით იყოს აღჭურვილი.

Leak says ZTE Axon 30 Pro may come with a 200MP camera - Gizmochina

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ასევე კომპანია ZTE-ს პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ სმარტფონი აღჭურვილი იქნება Snapdragon 888 ჩიპსეტით, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, მაგრამ ტექსტში ხაზგასმულია ახალი Spectra 580 ISP და 200MP კამერების მხარდაჭერა. რატომ გაუსვა კომპანიამ ამას ხაზი? როგორც ჩანს იგი ამაყობს სმარტფონის შესაძლებლობით, გადაიღოთ დაბალი განათების ფოტოები უკიდურესად ბნელ პირობებში – 0,1 ლუმენამდე, 4K HDR ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია და 10 ბიტიანი ფერის სიღრმე.

Leak says ZTE Axon 30 Pro may come with a 200MP camera - Gizmochina

ინსაიდერების თქმით კი სმარტფონს ნამდვილად ექნება Samsung- ის ჯერ კიდევ დაანონსებული 200MP სენსორი. ნათქვამია ასევე, რომ სენსორის ზომა არის 1 / 1.37 “, რაც მცირედით ნაკლებია, ვიდრე ამჟამინდელი 108MP სენსორები, როგორიცაა თუნდაც Samsung Galaxy S21 Ultra. სენსორის პიქსელის ზომა კი 0.64 მკმ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნულ კამერას შესაძლებლობა ექნება 16K ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია, თუმცა არ არსებობს დღესდღეისობით ჩიპსეტი (ყოველ შემთხვევაში ახლა), რომელსაც შეეძლება დაამუშაოს ასეთი მაღალი რეზოლუციის ვიდეოები.


გააზიარე

დაბრუნება Posts