Xiaomi Mi 11 Pro მალე 80W უსადენო დამუხტვის სისტემით იქნება აღჭურვილი!

დაბრუნება Posts

Xiaomi Mi 11 Pro მალე 80W უსადენო დამუხტვის სისტემით იქნება აღჭურვილი!


მართალია, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ კომპანია Xiaomi-მ მისი ახალი სმარტფონი Mi 11 წარადგინა, რომელიც პირველი მოწყობილობა იყო Snapdragon 888 ჩიფსეტით, თუმცა უკვე არაერთმა ინფორმაციამ გაჟონა იმის შესახებ, რომ კომპანია ემზადება ასევე თებერვალში წარადგინოს Mi 11-ის გაუმჯობესებული Pro ვერსიაც.

Xiaomi might bring 80W wireless charging to the Mi 11 Pro

წინასწარი ინფორმაციით ახალი Mi 11 Pro აღჭურვილი იქნება 80W სუპერ სწრაფი უსადენო დამუხტვის სისტემით, რაც სმარტფონს გახდის მსოფლიოში პირველს, ვინაიდან აღნიშნული ტექნოლოგია ჯერჯერობით სმარტფონებში არ არის გამოყენებული.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წინამორებდთან შედარებით Mi 11 Pro მიიღებს კამერებს განახლებულ ვერსიასაც, სადაც უკვე პერსიკუპულ კამერასაც 10X ოპტიკურ ზუმსა და 120X ჰიბრიდულ ზუმს ვიხილავთ. რაც შეეხება სმარტფონის ეკრანს, იგი კვლავ Mi 11-ის მსგავსი ეკრანით იქნება აღჭურვილი, რომელიც გახლავთ 6,81 ინჩიანი OLED პანელი, QHD+ გამოსახულებითა და 120Hz განახლების სიჩქარით.


გააზიარე

დაბრუნება Posts