კომპანია Samsung-ი მალე მსოფლიოში პირველ ნოუთბუქს წარადგენს, რომელსაც კამერა ეკრან-ქვეშ ექნება განთავსებული!

დაბრუნება Posts

კომპანია Samsung-ი მალე მსოფლიოში პირველ ნოუთბუქს წარადგენს, რომელსაც კამერა ეკრან-ქვეშ ექნება განთავსებული!


სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ცნობილმა ინსაიდერმა Ice Universe-მ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი სადაც, დეტალურადაა აღწერილი Samsung-ის ახალი თაობის ნოუთბუქზე, რომელსაც კამერა ეკრან-ქვეშ აქვს განთავსებული.

როგორც ვიდეო რგოლშია ნათქვამი ნოუთბუქის OLED პანელის სისქე 1 მმ გახლავთ მისი წონა კი 130 გრამი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნოუთბუქის რეალური ზომები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი თხელი, მსუბუქი და ულტრა პორტატული ნოუთბუქი იქნება.

ცნობილია ასევე ისიც, რომ კომპანია Samsung-ი უკვე დიდი ხანია მუშაობს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია სმარტფონებშიც განათავსოს, თუმცა როგორც ჩანს, შედეგები ჯერ არ არის ოპტიმალური და მისი ნოუთბუქში განთავსება უფრო მარტივია, სანამ ტექნოლოგიას უფრო მცირე ზომის ფაქტორამდე მივა. ადრეული სპეკულაციების თანახმად კი, Galaxy Z Fold 3 იქნება პირველი Samsung სმარტფონი, რომელის დებიუტი შედგება UD კამერით ამ წლის ბოლოს.


გააზიარე

დაბრუნება Posts