კომპანია OnePlus მალე ახალ ჭკვიან სამაჯურს წარადგენს

დაბრუნება Posts

კომპანია OnePlus მალე ახალ ჭკვიან სამაჯურს წარადგენს


ჭორები იმის შესახებ, რომ OnePlus თავის პირველ ჭკვიან სამაჯურზე მუშაობდა, როგორც ჩანს მართალი აღმოჩნდა. სულ რამდენიმე ხნის წინ კი ერთ-ერთმა ინსაიდერმა აღნიშნული მოწყობილობის მახასიათებლებიც გაგვიმხილა.

როგორც ხედავთ, ახალი სამაჯური აღჭურვილი იქნება: 1.1 ინჩიან Amoled ეკრანით, IP68 სერთიფიკატითა და 13 სხვადასხვა ვარჯიშის ფუნქციით. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მოწყობილობა ერთი დამუხტვით საშუალო მოხმარებით 14 დღეს გაძლებს. მას ასევე შეეძლება 24 საათიანი მონიტორინგი გულის ცემისა და სისხლში ჟანგბადის ოდენობის გაზომვა.

რაც შეეხება მის გამოსვლის დროსა და ფასს, იგი ხელმისაწვდომი 11 იანვარს გახდება ინდოეთში და მისი ფასი 35$ ფარგლებში იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts