Mercedes-Benz-მა ახალი კლასის ელექტრომობილი EQA წარადგინა!

დაბრუნება Posts

Mercedes-Benz-მა ახალი კლასის ელექტრომობილი EQA წარადგინა!


კომპანია Mercedes-Benz უკვე დიდი ხანია რაც ცდილობს შექმნას ახალი ინოვაციები და არ ჩამორჩეს იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს რასაც ავტო ინდუსტრია ქმინს. შესაბამისად რამდენიმე დღის წინ კომპანიამ კიდევ ერთი ახალი ელექტრომობილი EQA 250 წარადგინა.

ერთი შეხედვისას ახალი EQA ძალზე წააგავს მის უფროს ძმას GLA-ს. თუმცა უკანასკნელისგან განსხვავებით ის გამოირჩევა როგორც ტექნიკრი ისე ვიზუალი მხარითაც. კერძოდ კი მას გააჩნია 140kW სიმძლავრის ელექტრო ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 190 ცხენის ძალას. რაც შეეხება აჩქარებასა და დაფარვის მანძილსაღსანიშნავია, რომ ახალ ელექტრომობილს 100კმ/სთ განვითარება 8,9წმ-ში შეეძლება და ერთი სრული დამუხტვით კი EQA-ს 426კმ გავლა შეეძლება.

რაც შეეხება ელექტრომობილის დამუხტვის დროს, როგორც კომპანია ირწმუნება EQA-ს დამუხტვას 80%-მდე სწრაფი დამუხტვით ნახევარ საათში შეძლებთ, ხოლო სტანდარტული 11 კვს სატენიდან მას 6 საათამდე დასჭრიდება. მოგეხსენებათ, როდესაც ავტომობილზე ვსაბრობთ მისი აღწერისას მნიშნელოვანია აღინიშოს მისი ინტერიერიც. შესაბამისად გეტყით, რომ EQA-ს გააჩნია ტყავის სავარძლები, რომელიც რა თქმა უნდა სხვდასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. ელექტრომობილის საჭესთან ასევე გვხვდება 7-დან 10,25 დიუიმამდე ეკრანიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთ-ერთ კომპლექტაციში თქვენ ასევე პანორამულ ჭერსაც შეხვდებით.

EQA-ს გაყიდვაში ჩაშვება დაიწყება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, მისი ფასი კი კომპლექტაცის მიხედვით $40,000-იდან $50,000-მდე იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts