მალე კომპანია LG ახალ დასაკეც სმარტფონს წარადგენს
უკვე თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ კომპანია LG ახალი თაობის დასაკეც სმარტფონზე მუშაობს. თუმცა მოულოდნელად 2021 წლის CES ღონისძიებაზე კომპანიამ სმარტფონის მცირე დეტალებიც გაგვიმხილა.

მათივე თქმით, ახალი სმარტფონის ეკრანი დასახვევ მდგომარეობაში იქნება, როგორც ეს აქამდე TCL-ის სმარტფონებში ვიხილეთ.

რაც შეეხება მის გამოსვლის თარიღს, კომპანია გვპირდება, რომ მას წლის ბოლომდე ვიხილავთ. თუმცა მათ სმარტფონის დეტალებზე სხვა ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ LG-ისა და TCL-ს ახალი თაობის სმარტფონებს, რომელიც საკმაოდ განსაკუთრებული მახასიათებლების იქნება.