Samsung-მა Galaxy S21 სერიის პირველი ვიდეო თიზერი გამოაქვეყნა!

დაბრუნება Posts

Samsung-მა Galaxy S21 სერიის პირველი ვიდეო თიზერი გამოაქვეყნა!


რამდენიმე საათის წინ კომპანია Samsung-მა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პირველი ვიდეო თიზერი, რომელიც ახალი Galaxy-ის წევრის თაობაზე გვაცნობს ინფორმაციას. რაღა თქმა უნდა კი ეს უკანასკნელი ახალი Galaxay S21 სერია გახლავთ, რომლის წარდგენასაც კომპანია როგორც ჩანს 14 იანვარს გეგმავს.

როგორც ვიდეოში ნახეთ, ახალ სმარტფონებში დიდი ყურადღება სწორედაც, რომ კამერებს დაეთმობა. ვინაიდან ისინი ყურადღებას იქცევენ როგორც მათი ახალი დიზაინით, ასევე გაუმჯობესებული მახასიათებლით. მართალია, ამ დრომდე კომპანიას სხვა არანაირ დეტალი არ გამოუქვეყნებია სმარტფონების შესახებ, თუმცა გეტყვით, რომ წინასწარი ინფორმაციით Galaxy S21 & S21+ მოირგებს 12მპ მთავარ, 64მპ ტელეფოტო და 12მპ ულტრა ფართე კამერის სენსორებს. რაც შეეხება ყველაზე პრემიალურ წარმომადგენელს Galaxy S21 Ultra-ს, მის შემადგენლობაში შევა სულ ოთხი კამერა მათგან კი იქნება: 108მპ მთავარი, ორი 10მპ ტელეფოტო კამერა და 12მპ ულტრა ფართე კამერა.

Here's everything we know about the Samsung Galaxy S21, Galaxy S21 Plus and  Galaxy S21 Ultra

შეგახსენებთ, რომ ახალი Galaxy S21-ის პრეზენტაცია დაგეგმილია 14 იანვარს, თბილისის დროით საღამოს 19:00-ზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts