Galaxy Note სერია საბოლოოდ გაუქმდა!

დაბრუნება Posts

Galaxy Note სერია საბოლოოდ გაუქმდა!


როგორც წესით კომპანია Samsung-ი ყოველწლიურად სმარტფონების ორ ფლაგამნურ Galaxy S & Note სერიას უშვებდა. თუმცა საბოლოო ჭორების შემდეგ, Samsung-ის ინსაიდერმა Ice Universe-მა განაცხადა, რომ Galaxy Note სერიის ბოლო წარმომადგენელი Note20 გახლდათ და მისი შემცვლელს წლის ბოლოსთვის აღარ უნდა ველოდოთ.

მნიშნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ახალ Galaxy S21 Ultra-ს როგორც იცით S Pen-ის მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად ეს ისტორიაში პირველი Galaxy S სერიის სმარტფონია, რომელსაც სტილუსის გამოყენებით შეგვიძლია მისი მართვა. მიუხედავად ამგვარმა გადაწყვეტილებამ Note სერიის ფანებს კვლავ ჰქონდათ იმედი, რომ კომპანია ამგვარ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა ამაოდ.

ამ ყველაფრის შემდგომ ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რომელმა სმარტფონმა უნდა ჩაანაცვლოს აღნიშნული სერია. კომპანიის გადაწყვეტილებით წლის მიწურულს იგი ამიერიდან ახალ საკეც სმარტფონებს Galaxy Z Fold-ს და Galazy Z Flip სერიას წარადგენს, რადგან Samsung-ის თქმით სწორედ ეს ის მოწყობილობებია, რომლებიც მომავალში საკმაოდ დიდი ადგილს დაიკავებს მობილურ ინდუსტრიაში და რამდენიმე წლის შემდგომ საერთოდაც ჩაანაცვლებს სტანდარტულ სმარტფონებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts