მალე Apple Watch 7 და Galaxy Watch Active 3-ს შესაძლებლობა ექნებათ ორგანიზმში შაქრის დონე გაზომონ

დაბრუნება Posts

მალე Apple Watch 7 და Galaxy Watch Active 3-ს შესაძლებლობა ექნებათ ორგანიზმში შაქრის დონე გაზომონ


კორეული მედიის ცნობით, Samsung-ის მომდევნო ახალ სმარტ საათს შესაძლებლობა ექნება სისხლში დაადგინოს გლუკოზის დონე. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით კი ამიერიდან ადამიანებს შაქრის გასაზომვას სისხლის გარეშე შეძლებენ. აღნიშნული ტექნოლოგია კი ოპტიკური სენსორის გამოყენებით დააფიქსირებს სისხლში გლუკოზის დონეს.

Apple Watch Series 6 vs. Samsung Galaxy Watch 3

ტექნოლოგიის დახმარებით კი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს შეეძლებათ თავიდან აიცილონ დისკომფორტი, როდესაც მათ აქამდე გლუკოზის გასაზომად თითიზე ჩხვლეტა უწევდათ. მნიშნელოვნია ისიც, რომ ჭკვიანი საათის ტარების დროს შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ასევე შესაძლებელი იქნება ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის უფრო სისტემური რეგულირება.

მანამდე, Samsung-მა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტთის (MIT) სამეცნიერო ჯგუფთან თანამშრომლობით, გამოაქვეყნა არაინვაზიური სისხლში გლუკოზის გაზომვის ტექნოლოგიის შედეგები, რომელიც დაფუძნებულია რამანის სპექტროსკოპიის საფუძველზე.

Samsung Galaxy Watch 3 vs Apple Watch 6: Which you should buy? - RPRNA

მიმდინარე წელს არა მხოლოდ Samsung, არამედ Apple-ც გამოიყენებს სისხლში გლუკოზის გაზომვის ფუნქციას, რომელსაც Apple Watch 7-ზე შევხდებით. რაც შეეხება სმარტ საათების გამოსვლის თარიღს მათ სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts