მალე შესაძლოა კომპანია LG სმარტფონების წარმოება შეწყვიტოს!

დაბრუნება Posts

მალე შესაძლოა კომპანია LG სმარტფონების წარმოება შეწყვიტოს!


როგორც იცით კორეული კომპანია LG საკმაოდ დიდი ხანია რაც მობილურ ინდურსტრიაში მოღვაწეობს და მისი კვალი აღნიშნულ სფეროში საკმაოდ დიდია. თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ LG შესაძლოა 2021 წელს სმარტფონების ბაზარი სრულიად დატოვოს.

Brian Kwon to be the new CEO of LG from 1st Dec

როგორც The Kore Herald იტყობინება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Brian Kwon-მა თავის თანამშრომლებს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ კომპანია განიხილავს ყველა ვარიანტს რათა მოხდეს იმ დაკარგული ზიანის ანაზღაურება რაც სმარტფონების ბაზარზე კომპანია LG-მ მიიღო. შესაბამისად არ არის გამორიცხული მიმდინარე წელს კომპანიამ საერთოდ დატოვოს სმარტფონების ბაზარი.

რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნული სექტორის გაუქმებით უმუშუვრები დარჩებიან კომპანია მოახდენს მათ გადანაწილებას სხვდასხვა ახალ პოზიციებზე. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს ის რელაური მიზეზი რის გამოც კომპანიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მისცა. დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდმა კონკურენციამ და კომპანიის მიერ 5 წლის განმავლობაში $4,5 მილიარდი დოლარის დაკრგვამ მძიმე შედეგები გამოიწვია LG-ითვის, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში LG ასევე განიცდიდა სმარტფონების სეგმენტში დეფიცტს.


გააზიარე

დაბრუნება Posts