კომპანია Tesla-მ Model S & Model X-ის განახლებული ინტერიერი წარადგინა!

დაბრუნება Posts

კომპანია Tesla-მ Model S & Model X-ის განახლებული ინტერიერი წარადგინა!


რამდენიმე საათის წინ Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა Elon Musk-მა სოციალურ ქსელ Twitter-ში ახალი Plaid Model S-ის ინტერიერის ფოტო გაავრცელა, რომელიც წინამორებდისგან განსხვავებით საკმაოდ დახვეწილი დიზაინითა და სხვდასხვა ფუნქციებით დახუნძლული ინტერფესით გამოირჩევა.

როგორც ფოტოზე ხედავთ თავადაპირველ ინტერიერთან შედარებით, რომელიც 2012 წელს შეიქმნა, განახლებულ ინტერიერში უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილია ელექტრომობილის საჭე, რომელიც ერთი შეხედვისას Tesla Roadster-ის საჭესაც მივამსგავსებთ. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშონს ისიც, რომ უკანასკნელი გამოირჩევა ჭკვიანი ფუნქციებითაც. მათ შორის ის გახდა მეტად მანევრირებადი და შეითავსა სენსორული ფუნქციებიც. მაგალითსთვის ელექტრომობილის დასიგნალებისთვის საჭეზე არა დაჭერა, არამედ შეხებაც საკმარისი იქნება.

Updated Tesla Model S rocks a fresh interior, 520-mile range

აღსანიშნავია ასევე ავტომობილის მთავარი ცენტრალური ჰორიზონტალური პანელი, რომელიც განთავსებულია როგორც წინ ასევე უკან მხარესაც, უკანასკნელს კი რასაკვირველია ამჯერად უკან მჯდომი ადამიანებიც გამოიყენებენ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნულ ეკრანზე თქვენ შეძლებთ სხვდასხვა ვიდეო თამაშების გაშვებასაც, მათ შორის Cyberpunk 2077.

ხაზგასასმელია ისიც, რომ განახლებული Model S შეუძლია გაცილებით მეტი მანძილის დაფარვა (836კმ) ვიდრე ეს წინამორებდის შემთხვევეაში გახლდათ. მათ შორის მნიშვნელოვანია აღინიშოს ასევე მისი 100კმ/სთ აჩქარება 1.99წმ-ში.


გააზიარე

დაბრუნება Posts