ექსკლუზივი: Xperia 10 III დიზაინი უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Xperia 10 III დიზაინი უკვე ცნობილია!


ამჯერად ინტერნეტსივრცეში Sony-ს ახალი ბიუჯეტური სმარტფონის Xperia 10 III-ის ფოტოები გავრცელდა, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები სმარტფონის ვიზუალური მხარისა და მისი გარკვეული მახასიათებლების შესახებ.

დეტალებისთვის კი გეტყვით, რომ Xperia 10 III-ის შემადგენლობაში შევა 6,0 ინჩიანი IPS ტიპის ეკრანი.მიუხედავად იმისა, რომ Sony კვლავ ინარჩუნებს მოძველებული დიზაინს ეს შესაძლოა საფრთხის შემცველიც იყოს, რადგან თუ გავითვალსწინებთ კონკურენტების სმარტფონებს მსგავს საფასო კატეგორიაში Xperia 10 III-ისგან განსხვავებით ისინი თანამედროვე დიზაინითა და მიმზიდველი ფორმებით გამოირჩევიან.

რაც შეეხება სმარტფონის უკანა პანელს. აქ Xperia 10 III-ს გააჩნია სამი მთავარი კამერა, რომელიც სმარტფონზე ვერტიკალურ მდგომარეობაშია განთავსებული და იმეორებს Sony-ს ამჟამინდელი სმარტფონების დიზაინს. მართალია, კამერების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციები არ ვრცელდება თუმცა, სავარაუდოა, რომ სმარტფონს გააჩნდეს: 12მპ მთავარი, 8მპ ულტრა ფართე და 8მპ კამერა ოპტიკური ზუმისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სმარტფონს გააჩნია 3.5მმ აუდიო ჯეკი და თითის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც სმარტფონის ჩართვის ღილაკშია ინტეგრირებული. რაც შეეხება სმარტფონის სხვა ტექნიკურ მონაცემებს მასზე ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუმცა ცნობილი გახდა სმარტფონის ზომები:154.4 x 68.4 x 8.3 მმ.


გააზიარე

დაბრუნება Posts