ექსკლუზივი: Galaxy S21 პირველი რეალური ვიდეო

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Galaxy S21 პირველი რეალური ვიდეო


ალბათ ყველამ იცით, რომ დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია იჟონება ინტერნეტ სივრცეში იმ სმარტფონების შესახებ, რომლის წარდგენაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. განსაკუთრებული არც ახალი S21 – სერიის სმარტფონები გამხდარა, უკანასკნელს კი ხაზს უსვამს რამდენიმე საათის წინ YouTube-ზე ატვირთული ვიდეო, სადაც აშშ-ში გაგზავნილ სატესტო სმარტფონზეა გადაღებული.

ვიდეოში ნათლად ჩანს სმარტფონის უმცირესი ეკრანის კიდეები რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალზე გასაოცარი ფაქტია, ვინაიდან აღნიშნული ტექნოლოგიის ეკრანი არც iPhone 12 Pro Max-ზე ვხვდებით და არც სხვა Android სმარტფონებში. აღსანიშნავია, ისიც რომ S21-ის ყველა მოდელი აღჭურვილი იქნება უახლესი Snapdragon 888-ის ჩიფსეტით.

Image

რაც შეეხება სმარტფონის უკანა პანელს, როგორც ხედავთ Galaxy S21 აღჭურვილი იქნება სამი მთავარი კამერით რომელთაგან სტანდარტული კამერა 12 მეგაპიქსელიანი იქნება, 64 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო, ხოლო 12 მეგაპიქსელიანი კამერა ულტრა ფართე კადრების აღსაბეჭდად იქნება განკუთვნილი. მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციებისა კვლავ უცნობი ჩნდება თუ რა ექსკლუზიური მახასიათებლით იქნება წარმოდგენილი ახალი Galaxy S21. თუმცა ცნობილია, რომ სმარტფონების პრეზენტაცია 14 იანვარს იქნება გამართული.


გააზიარე

დაბრუნება Posts