ამიერიდან Snapdragon 888-ით აღჭურვილი სმარტფონები 4 წლიან სისტემურ განახლებას მიიღებენ!

დაბრუნება Posts

ამიერიდან Snapdragon 888-ით აღჭურვილი სმარტფონები 4 წლიან სისტემურ განახლებას მიიღებენ!


Google– ის Project Treble პროგრამა უკვე 3 წელია რაც არსებობს და მისი დახმარებით უკვე საკმაოდ ბევრმა სმარტფონმა მიიღო ოპერაციული სისტემის სწრაფი და უსაფრთხო განახლება. ახლა კი Google-ისა და Qualcomm-ის თანამშრომლობის შედეგად Snapdragon 888-ით აღჭურვილ სმარტფონებს საშუალება ექნებათ მიიღონ 4 წლიანი ოპერაციული განახლება, რაც აქვე აღვნიშნავ, რომ Android სამყაროში ეს პირველი შემთხვევაა, რადგან აქამდე სმარტფონებს მხოლოდ 3 წლიანი განახლების შესაძლებლობა ჰქონდათ.

Android 10 adaption rates

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ Galaxy Note20 პრეზენტაციის დროს Samsung-მა განაცხადა, რომ მისი ახლანდელი და მომდევნო სმარტფონები ამიერიდნ 2-ის ნაცვლად 3 წლიან განახლებას მიიღებდნენ, საიდანაც უკვე მეოთხე იქნებოდა მხოლოდ უსაფრთხოების განახლება.

როგორც ნახეთ, Snapdragon 888 სმარტფონებს ექნებათ Android OS- ის 4 განახლება, შედეგად Google ასევე აცხადებს იმასაც, რომ Qualcomm– ის ყველა ჩიპსეტი, რომელიც თავდაპირველად Android 11-ით იქნება აღჭურვილი ისარგებლებს გაფართოებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერით.


გააზიარე

დაბრუნება Posts