მალე ზოგიერთ რეგიონში Galaxy S21 სერიის კომპლექტაციაში ყურსასმენები და დასამუხტი ბლოკი აღარ იქნება!

დაბრუნება Posts

მალე ზოგიერთ რეგიონში Galaxy S21 სერიის კომპლექტაციაში ყურსასმენები და დასამუხტი ბლოკი აღარ იქნება!


თავდაპირველად, როდესაც კომპანია Apple-მა მის სმარტფონებში 3.5მმ ყურსასმენების შესაერთებელი ჯეკი მოაშორა საკმაოდ დიდი განცვიფრება მოყვა საზოგადოებაში, რადგან ეს პირველ პრეცედენტი იყო Apple-ისგან. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ამას მოყვა რამდენიმე კომპანიის მიბაძვაც და დღეს უკვე თითქმის ყველა ფლაგმანურ სმარტფონებში იგი უკვე აღარ გვხდება.

წელს, როდესაც Apple-მა ახალ iPhone 12 სერიის სმარტფონებში ამოიღო ყურსასმენები და დასამუხტი ბლოკი იმ მიზეზით, რომ ამით დაზოგავდა ბუნებრივ რესურსებს, რა თქმა უნდა, ამასაც მოჰყვა მიმბაძველები. კერძოდ კი, ბრაზილიის მარეგულირებელმა სააგენტომ გამოსცა სერთიფიკატი, სადაც აღნიშნულია, რომ ახალ Galaxy S21 სერიაში, რომელიც ბრაზილიაში გაიყიდება აღარ ექნება კომპლექტაციაში ყურსასმენები და დასამუხტი ბლოკი.

არსებობს შანსი, რომ მსგავსი ქმედება სხვა კომპანიებმაც გაიმეოროს, თუმცა დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რას გვეტყვის კომპანია Samsung-ი Apple-ისგან განსხვავებით თუ რატომ განახორციელა აღნიშნული ქმედება.


გააზიარე

დაბრუნება Posts