Pixel XE: კიდევ ერთი ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Google-ისგან?

დაბრუნება Posts

Pixel XE: კიდევ ერთი ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Google-ისგან?


მართალია, კომპანია Google-მა სულ ახლახანს წარმოგვიდგინა ახალი სმარტფონები, თუმცა რამდენიმე საათის წინ უკვე მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა კიდევ ერთი ახალი სმარტფონის Google Pixel XE-ს ფოტოებმა.

როგორც ფოტოზე ხედავთ Pixel 5-ისგან განსხვავებით Pixel XE-ს წინა კამერა სმარტფონის ცენტრშია განთავსებული. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილია, რომ იგი აღჭურვილი იქნება Snapdragon 765-ით, რომელსაც მხარს დაუჭერს 6GB ოპერატიული მეხსიერება, ხოლო რაც შეეხება შიდა მეხსიერებას იგი 64GB მოცულობის იქნება.

Will Google release a phone named Pixel XE? - Somag News

ამ დრომდე უცნობი რჩება თუ როდის წარადგენს Google-ი ახალ სმარტფონს, თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნული სმარტფონი ბიუჯეტურ კლასს მიეკუთვნება და საერთოდაც არ არის გამორიცხული, რომ Pixel XE მხოლოდ და მხოლოდ Pixel 5-ის ერთ-ერთი პროტოტიპი გახლდეთ, რომელმაც ვერ გაიარა საბოლოო ტესტირება.


გააზიარე

დაბრუნება Posts