Samsung-ის ახალი ფლაგმანური ჩიფსეტის Exynos 2100-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

Samsung-ის ახალი ფლაგმანური ჩიფსეტის Exynos 2100-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია!


როგორც უკვე ცნობილია, Galaxy S21 სერიის სმარტფონები აღჭურვილი იქნება Exynos 2100 ჩიფსეტით. სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ჩიფსეტის პრეზენტაცია ახალი S21 სერიის წარდგენამდე 2 დღით ადრე, 12 იანვარს მოხდება.

უახლესი ჭორების მიხედვით კი იგი იქნება 5ნმ არქიტექტურით დამზადებული, რომელშიც განთავსებული იქნება ARM X1 ბირთვი, რომლის სიმძლავრეც 2.91Ghz იქნება, ხოლო დანარჩენი კი 1.80Ghz და 2.80Ghz სიმძლავრის ბირთვებით იქნება აღჭურვილი ჩიფსეტი.

გეგმის მიხედვით აღნიშნული ჩიფსეტით აღჭურვილი Galaxy S21 სერია ხელმისაწვდომი იქნება ევროპისა და ინდოეთის ბაზრისთვის, ხოლო დანარჩენ აშშ-ს, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში სმარტფონები აღჭურვილი იქნება Snapdragon 888 პროცესორით.


გააზიარე

დაბრუნება Posts