კომპანია Xiaomi-მ მისი ახალი ფლაგმანური სმარტფონი – Xiaomi Mi 11 წარადგინა!

დაბრუნება Posts

კომპანია Xiaomi-მ მისი ახალი ფლაგმანური სმარტფონი – Xiaomi Mi 11 წარადგინა!


რამდენიმე საათის წინ, ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ კონფერენცეაზე ახალი თაობის ფლაგმანი Xiaomi Mi 11 წარადგინა! აღსანიშნავია ისიც, რომ უნაკანსკნელი გამოირჩევა იმ ინოვაციური ფუნქციებითა და მახასიათებლებით, რომელიც ამ დროისათვის ბაზარზე არცერთი კომპანია არ გვთავაზობს.

Mi 11 Leaked Images Tip Design, Specifications Ahead of December 28 Launch  | Technology News

დეტალებისათვის კი გეტყვით, რომ Xiaomi Mi 11 აღჭურვილი იქნება: 6.81 ინჩიანი 2K რეზოლუციის 120Hz ეკრანით, Snapdragon 888 ჩიფსეტით, 8/12GB ოპერატიული მეხსიერებითა და 4,600mAh ბატარეის მოცულობით.

რაც შეეხება კამერებს, ცნობილია, რომ Mi 11-ს ექნება სამი მთავარი კამერა, რომელსთაგან 108 მეგაპიქსელიანი იქნება სტანდარტული, 13 მეგაპიქსელიანი ულტრაფარტთო და 5 მეგაპიქსელიანი მაკრო გადაღებისათვის. წინა კამერად კი Xiaomi-მ 20 მეგაპიქსელიანი სენსორი წარმოგვიდგინა.

Mi 11 With Snapdragon 888 SoC, 2K Display Launched: Price, Specifications |  Technology News

აღსანიშნავია ისიც, რომ სმარტფონს გააჩნია Harman Kardon-ის სტერეო დინამიკები, ეკრანში ჩაშენებული თითის ბიომეტრიული სკანერი, რომელსაც ასევე შეუძლია გულის ცემის გაზომვაც. Mi 11-ს ასევე შესაძლებლობა ექნება 45 წუთში 55W დამუხტვის მეშვეობით ბატარეა 100%-მდე დამუხტოს. თუმცა ახალ Mi 11-ის კომპლექტაციაში ვერ შეხვდებით დასამუხტ ბლოკს, ხოლო თუკი არ გაქვთ სმარტფონისათვის განკუთვნილი დასამუხტი კომპანია 65W ბლოკს უფასოდ გაჩუქებთ.

Xiaomi Mi 11-ის წინასაწარი შეკვეთები დაიწყება 1 იავრიდან, მისი ფასი კი 611$ ფარგლებში იქნება


გააზიარე

დაბრუნება Posts