კომპანია Apple-მა ახალი თაობის ყურსასმენები – AirPods Max წარადგინა

დაბრუნება Posts

კომპანია Apple-მა ახალი თაობის ყურსასმენები – AirPods Max წარადგინა


კომპანია Apple-მა რამდენიმე საათის წინ უკვე ოფიციალურად წარადგინა მისი ახალი ტიპის ყურსასმენები AirPods Max, რომლის ფასიც მის კონკურენტებთან შედარებით არც თუ ისე დაბალია, კერძოდ კი ამ დროისათვის Apple-ის ოფიციალურ საიტზე მისი შეკვეთა 15 დეკემბრიდან შეგეძლებად 549 აშშ დოლარად.

რაც შეეხება ყურსასმენის ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილია, რომ იგი აქტიურ რეჟიმში 20 საათის განმავლობაში იმუშავებს, ხოლო მისი დამუხტვა შეგეძლებად Lightning პორტის მეშვეობით. აღსანიშნავია, ისიც რომ ყურსასმენის 0%-მდე ჩამოსვლის შემთხვევაში მას ასევე შეუძლია 5 წუთიანი დამუხტვით 90 წუთი იმუშაოს.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ახალ ყურსასმენს გააჩნია ყველა ის ფუნქცია რაც AirPods Pro-ზე შევხდებით, მათგან კი აღსანიშნავია, ხმის ჩახშობის ახალი სისტემა, ხმის კონტროლი, ხმოვანი ასისტენტის გამოძახება, EQ რეჟიმი და სხვ. დეტალებისთვის ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ AirPods Max გააჩნია სულ 9 მიკროფონი, მათგან 6 გამოიყენება ხმის აქტიური ჩახშობისთვის.

Apple-ის თქმით, AirPods Max გააჩნია “პერსონალური აკუსტიკური დიზაინი” რაც ნიშნავს იმას, რომ იგი გამოირჩევა იმით, რომ უკანასკნელი არ შეგიქმნით რაიმე დისკომფორტს მისი მოხმარებისას. რაც შეეხება ყურსასმენების ფერსა და მის ახალ აქსესუარებს ცნობილია, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება: ნაცრისფერ, ვერცხლისფერ, ლურჯ და მწვანე ფერში. ყურსასმენებს ასევე გააჩნია მრავალფუნქციური ქეისიც, რომელში მოთავსების შემდეგ ყურსასმენები ავტომატურად ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის.


გააზიარე

დაბრუნება Posts