Samsung-ის ახალი ბიუჯეტური ჩიფსეტის Exynos 1080-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია

დაბრუნება Posts

Samsung-ის ახალი ბიუჯეტური ჩიფსეტის Exynos 1080-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია


კომპანია Samsung-მა საბოლოოდ გამოავლინა Exynos 1080 ჩიფსეტის წარდგენის თარიღი, რომელიც გასული წლის Exynos 980-ის მემკვიდრე იქნება. როგორც კომპანია იტყობინება კონფერენცია დაგეგმილია 12 ნოემბერს, შანხაიში. SoC– ს ყველა დეტალს უკვე კონფერენციაზე გავიგებთ, მაგრამ კიდევ ცოტათი უნდა დაველოდოთ, რომ მისი დებიუტი ვიხილოთ უკვე რეალურ მოწყობილობებზე.

Exynos 1080 chipset will be unveled on November 12 - GSMArena.com news

ბოლოდროინდელი ჭორების თანახმად, Exynos 1080-ის პირველ დებიუტს vivo– ს X60-ზე ვიხილავთ, რომელიც მალე ჩინეთში გამოვა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ Exynos 1080 დებიუტი იქნება, როგორც პირველი 5nm ჩიფსეტი ARM- ის Cortex A-78 CPU ბირთვით, რომელიც მუშაობს 3GHz-მდე Mali-G78 GPU- სთან ერთად.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვენ უკვე გვაქვს AnTuTu-ს შედეგი Exynos 1080-ისთვის, რომელმაც გამოავლინა 181,000 ქულაზე მეტი. უკანასკნელი კი ოდნავ უსწრებს Snapdragon 865+- ს, რომელიც უზრუნველყოფს ფლაგმანების უსწრაფეს წარმადობას, როგორიცაა თუნდაც Samsung- ის საკუთარი ფლაგმანური ჩიფსეტი Galaxy Note20 Ultra.

Exynos 1080 AnTuTu score card

ამავე სიახლეებში, Samsung- ის კიდევ ერთმა ჩიფსეტმა მოახერხა გაჟონვა Bluetooth SIG ჩამონათვალის წყალობით. Exynos 981 SoC გაჟღერებულია, როგორც Samsung- ის შემდეგი საშუალო ბიუჯეტური ჩიფსეტი, რომელსაც მხარს დაუჭერს Bluetooth 5.2 ტექნოლოგია.

Exynos 981 Bluetooth SIG listing

გააზიარე

დაბრუნება Posts