მალე Google Photo-ში ულიმიტო რაოდენობის ფოტოებს ვეღარ ატვირთავთ

დაბრუნება Posts

მალე Google Photo-ში ულიმიტო რაოდენობის ფოტოებს ვეღარ ატვირთავთ


Google Photos- ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი როგორც იცით, შეუზღუდავი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა გახლდათ შეკუმშული ხარისხით. სამწუხაროდ კომპანია Google– მა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ეს ფუნქცია 2021 წლის 1 ივნისს უკვე აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

Google Photos 5.18 confirms premium editing features for Google One members

კომპანიის განცხადებით მიზეზი ყოველ კვირეულად ატვირთული დიდი რაოდენობის ფოტო გახდა, რომელიც კვირაში 28 მილიარდს შეადგენს. 1-ლი ივნისიდან კი Google Photos- ზე ატვირთული ნებისმიერი ფაილი ჩაითვლება 15 გბ-იანი ნაგულისხმევი მეხსიერების სახით, რომელსაც მიიღებთ ყველა ახალი Google ანგარიშით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გყოფნით აღნიშნული მეხსიერება თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ Drive-ზე ნებისმიერი მოცულობის მეხსიერება, რომელსაც რა თქმა უნდა Google Photo-შიც გამოიყენებთ.

1 ივნისიდან კი ყველა სურათი თანაბრად განიხილება არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხში გსურთ მისი ატვირთვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ატვირთული ფოტოები საბედნიეროთ არ წაგეშლებად და მათ გამოყენებას კვლავ შეძლებთ. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ აქამდე არსებული სერვისის გამოყენებას მხოლოდ Google Pixel სმარტფონების მომხმარებლები შეძლებენ.


გააზიარე

დაბრუნება Posts