Samsung-ის ხელმძღვანელი Lee Kun-hee 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

დაბრუნება Posts

Samsung-ის ხელმძღვანელი Lee Kun-hee 78 წლის ასაკში გარდაიცვალა


სამხრეთ კორეული კომპანიის Samsung-ის ხელმძღვანელი Lee Kun-hee გულის პრობლემების გამო 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული პიროვნება გახლდათ სამხრეთ კორეაში ყველაზე მდიდარი ადამიანი 21 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალით.

Lee Kun-Hee, who made SKorea's Samsung a global powerhouse, dies at 78 |  Daily Sabah

შეგახსენებთ, რომ კომპანია Samsung-ი 1938 წელს დაარსდა როგორც შიდა ბაზარზე მომუშავე ნედლეულისა და პროდუქტების მწარმოებელი. ხოლო უკვე 1969 წლიდან კი უკვე გვხვდება Samsung Electronics-ის ბრენდიც, რომელიც უკვე 51 წელია აქტიურად აწარმოებს ელექტრო ტექნიკას. ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტიც, რომ კომპანია ელექტრო ტექნიკის გარდა აწარმოებს თვითმფრინავებს, ავტომობილებს, ხომალდებს, სამხედრო ტექნიკას, სასურსათო ნაწარმსა და ტექსტილს.


გააზიარე

დაბრუნება Posts