კომპანია Apple მის პირველ ARM პროცესორზე შექმნილ Mac-ს 17 ნოემბერს წარადგენს

დაბრუნება Posts

კომპანია Apple მის პირველ ARM პროცესორზე შექმნილ Mac-ს 17 ნოემბერს წარადგენს


სულ რამდენიმე დღე გავიდა რაც კომპანია Apple-მა მისი ახალი iPhone 12 სერია წარმოგვიდგინა, თუმცა როგორც ჩანს Apple-ი 2020 წელს ამით არ ამთავრებს მის ახალი მოწყობილობების გამოშვებას. ჩვენს მიერ მოპოვებული ბოლო ინფორმაციით კი კომპანია მის მიერვე შექმნილ ჩიფსეტით აღჭურვილ Macbook-ს 17 ნოემბერს წარადგენს, ღონისძიების წინასწარ თიზერს კი ტრადიციულად კომპანია ერთი კვირით ადრე 10 ნოემბერს შემოგვთავაზებს.

Apple November 17 Event to Launch First ARM-Powered Mac Machines: Report |  Technology News

შეგახსენებთ, რომ ახალი Macbook-ს ექნება Apple A14X და A14–ის განახლებული ვერსიის მქონე ჩიფსეტი, რომელიც გამოიყენება iPhone-ბსა და iPad-ებში.

თუმცა, აქვე გეტყვით, რომ კომპანიის განცხადებით მას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება Mac-ის ხაზის საკუთარ პროცესორზე მთლიანად გადასასვლელად, ასე რომ კიდევ ერთი ან ორი თაობის Intel– ით მომუშავე Mac– ების ნახვაც მოგვიწევს.


გააზიარე

დაბრუნება Posts