კომპანია OnePlus მალე კიდევ ერთ ახალ ბიუჯეტურ სმარტფონს წარადგენს

დაბრუნება Posts

კომპანია OnePlus მალე კიდევ ერთ ახალ ბიუჯეტურ სმარტფონს წარადგენს


როგორც ჩანს ჩინურ კომპანია OnePlus-ს კვლავ კიდევ ერთი ახალი ბიუჯეტური სმარტფონის წარდგენა სურს. ამის შესახებ კომპანია მის ოფიციალურ Instagram გვერდზე იტყობინება.

View this post on Instagram

#ComingSoon

A post shared by OnePlus Nord (@oneplus.nord) on

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ ბიუჯეტურ სმარტფონს OnePlus Nord N10 Qualcomm-ის მიერ დამზადებულ Snapdragon 690-ის ჩიფსეტს მოირგებს, რომელიც 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერაც ექნება. ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ Nord N10-ს 90 ჰერციანი FHD+ ეკრანი ექნება, თუმცა მისი ზომა შესაძლოა 6,49 ინჩით შემოიფარგლოს. სავარაუდოდ სმარტფონს ასევე ექნება 64 მეგაპიქსელიანი მთავარი, 8 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო ხედვის კამერა და ორი 2 მეგაპიქსელიანი კამერები მაკრო და სიღრმის ამომცნობი სენსორით.

რაც შეეხება სმარტფონის გამოსვლის თარიღსა და ფასს. Nord N10-ის წარდგენა დაგეგმილია 24 სექტემბერს, მისი ფასი კი სავარაუდოდ $400 ფარგლებში იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts