ექსკლუზივი: OnePlus 8T პირველი რელური ფოტოები!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: OnePlus 8T პირველი რელური ფოტოები!


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი მოთმინებით ველოდებით OnePlus 8T-ის ღონისძიებას. ჩვენ შეგვიძლია წინასწარი ვნახოთ სმარტფონის ახალი მართკუთხა L- ფორმის ოთხი კამერის მოდული სინათლის ტემპერატურის სენსორითა და ორმაგი LED განათებით.

ჩვენ ასევე უკვე საკმაოდ მყარ ონფორმაციას ვფლობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა ველოდოთ ხვალინდელ ღონისძიებაზე. წინასწარი ინფორმაციით კი მოწყობილობას ექნება: 6,55 დიუმიანი AMOLED ეკრანი, 120 ჰერცი სიხშირის განახლების სიჩქარით, Snapdragon 865 ჩიპსეტი და 65W სწრაფი დამუხტვა.

რაც შეეხება კამერებს, OnePlus 8T-ს გააჩნია: 48MP ძირითადი კამერა OIS- ით, 16MP ულტრაფართო კამერის სენსორი, 5MP მაკრო გადაღებისთვის და 2MP კამერა სიღმრის ამოსაცნობად. სმარტფონს ასევე ექნება 4,500 mAh ბატარეა და უახლესი Android 11 ოპერაციული სისტემა.


გააზიარე

დაბრუნება Posts