4 წლის წინანდელ Galaxy S7-მა კიდევ ერთი ახალი განახლება მიიღო

დაბრუნება Posts

4 წლის წინანდელ Galaxy S7-მა კიდევ ერთი ახალი განახლება მიიღო


მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კომპანია Samsung-ი აღარ უჭერს მხარს, Galaxy S7-ს სმარტფონი ახლა 2020 წლის სექტემბრის უსაფრთხოების განახლებას იღებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე S7 სერიის სმარტფონებს მარტის თვის განახლება ჰქონდათ მიღებული.

Samsung pushes September security patch for Galaxy S7 series - GSMArena.com  news

ახალი განახლება ამჟამად ხელმისაწდვომია კანადასა და დიდ ბრიტანეთში, მისი ზომა კი 70 მბაიტზე ნაკლებია. Galaxy S7 იღებს G930W8VLS8CTI1- ს, ხოლო S7 Edge- ს აქვს G935W8VLS8CTI1 განახლების ნომერი.

შეგახსენებთ, რომ განახლებით სმარტფონს აქვს გაუმჯობესებული მოწყობილობის სტაბილურობა, შეცდომების გამოსწორება და მუშაობის ოპტიმიზაცია. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მალე ის უფრო მეტ რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი.


გააზიარე

დაბრუნება Posts