კომპანია Apple-მა ახალი თაობის iPhone 12 სერია წარადგინა!

დაბრუნება Posts

კომპანია Apple-მა ახალი თაობის iPhone 12 სერია წარადგინა!


13 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საბოლოოდ გაგვაცნო მისი ახალი სმარტფონები: iPhone 12 mini, iPhone 12, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max. ღონისძიებაზე დიდი ყურადღება კომპანიამ რა თქმა უნდა ახალი მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებსა და ინოვაციებს დაუთმო, რომლიც ნამდვილად გამორჩეულ ხდის აღნიშნულ მოწყობილობებს.

კერძოდ კი Verizon-თან კოლაბორაციის შედეგად ახალ iPhone აღჭურვილი იქნება უახლესი თაობის 5G ტექნოლოგიით. რაც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირსა და მაღალი ინტერნეტის სიჩქარეს ნებისმიერ ადგილას. სმარტფონები ასევე აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის ეკრანის შრით, რომელიც 4-ჯერ უფრო გამძლეა დავარდნისგან და ნაკაწრებისგაან. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ახალი iPhone 12 სერიის ყველა სმარტფონს ექნება უახლესი A14-ის ჩიფსეტი, რომელიც პირველია მსოფლიოში მისი უმცირესი ზომის გამო (5ნმ).

კონფერენციაზე ასევე კუპერტინოელებმა ყურადღება გაამახვილეს სმარტფონის ახალ კამერებზეც. ამიტომ ახალი iPhone 12-ს ექნება ორმაგი კამერის მოდული, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო გადაღების ხარისხს მათგან კი გამორჩეული 12 მეგაპიქსელიანი კამერაა, რომლის F1.6 დიაფრაგმის წყალობით ღამით საუკეთესო ხარისხის ფოტოს გადაღებას გვპირდება. რაც შეეხება Pro ვერსიებს აქ უკვე გვხვდება ახალი თაობის LiDAR სენსორი, რომელიც უზრუნველყოფს საგნების სკანირებას. ამის დახმარებით კი თქვენ ოთახში ნებისმიერი საგნის დასკანირება შეგეძლებათ რაც სმარტფონს ასევე დაეხმარება კარგი ავტოფოკუსის მიღებაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ახალი Pro ვერსიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ 4x ოპტიკური ზუმის შესაძლებლობის, მათ ასევე ექნებათ ახალი თაობის სტაბილიაზაციაც, რომელიც უკანასკნელი 12 Pro Max-ის შემთხვევაში გვხდება. სხვა სმარტფონებთან შედარებით კი ამ ვიდეოს გადაღებისას მოძრაობს როგორც კამერის ლინზები ასევე კამერის სენსორიც რაც უზრუნველყოფს გასაოცარ ვიდეო გადაღებას ამას ასევე ერთვის Dolby Vision და 10 ბიტიანი HDR ვიდეო გადაღებაც.

რაც შეეხება უკვე ეკრანებსა და სმარტფონების ახალ მაგრამ ამავე დროს დავიწყებულ დიზაინს შეგახსენებთ, რომ ახალი iPhone გაიმეორებს ისეთ დიზაინს როგორც ამას აქამდე ძველ iPhone 5-ში ვხვდებოდით. ხოლო მათი ეკრანის ზომები უკვე ასე გამოიყურება: iPhone 12 mini – 5.4 ინჩი, iPhone 12 – 6.1 ინჩი, iPhone 12 Pro – 6.1 ინჩი და ბოლოს iPhone 12 Pro Max – 6.7 ინჩი.

რაც შეეხება სმარტფონების გამოსვლის თარიღსა და ფასებს ის ასე გამოიყურება:


გააზიარე

დაბრუნება Posts