მალე შესაძლოა Galaxy S & Note სერიის სმარტფონებს აღარ ჰქონდეთ პრემიალური ტექნიკური მახასიათებლები

დაბრუნება Posts

მალე შესაძლოა Galaxy S & Note სერიის სმარტფონებს აღარ ჰქონდეთ პრემიალური ტექნიკური მახასიათებლები


ბოლო პერიოდში ალბათ ბევრს გაგიჩნდათ იმის შესახებ კითხვები თუ რატომ აქვეითებს კომპანია Samsung-ი მის ფლაგმანურ Galaxy S და Note სერიას. თუ გავითვალისწინებთ კომპანიის ბოლოს სმარტფონებს Galaxy S20-სა და Note20-ს დავრწმუნდებით, რომ ისინი წინამორბედებთან შედარებით ძალზე შემცირებულ ტექნიკურ მახასიათებლებს იყენებენ, განსაკუთრებით კი უკანასკნელი Galaxy Note20-ზე ვიხილეთ.

როგორც ზემოთ განვმარტეთ Galaxy Note20-ს კონკურენტებთან შედარებით არც ისეთი მაღალი ხარისხის აწყობის ხარისხითა და არც თუ ისეთი საუკეთესო ეკრანით გამოირჩევა. ამიტომ ამ შემთხვევების გამო ერთ-ერთმა ცნობილმა ინსაიდერმა Ice universe-მა დანონსა, რომ მომხმარებლებისთვის არ უნდა იყოს სიუპრიზი თუ ახალი Galaxy S21 არც თუ ისეთი მძლავრი გამოდგება როგორსაც ამას საზოგადოება ელოდება.

მისივე თქმით, Samsung ცდილობს მისი მაქსიმალური შესაძლებლობები ახალ საკეც სმარტფონებში კერძოდ კი Z სერიაში წარმოგვიდგინოს. ამიტომაცაა, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ახალი საკეცი სმარტფონების საზოგადოებაში დანერგვას და გაცნობას. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ კომპანია ახალ ე.წ ხელმისაწვდომ საკეც სმარფონებზეც მუშაობს, რომელიც გაცილებით დაბალი ფასი ექნება ვიდრე ეს ახალაა.


გააზიარე

დაბრუნება Posts