Oculus Quest 2: Facebook-ის ახალი თაობის VR სათვალე!
კომპანია Facebook-მა რამდენიმე დღის წინ ახალი ტექნოლოგიის მქონე VR სათვალეები წარმოადგინა! ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტიც, რომ წინამორბედთან შედარებით ზომაში უფრო მცირეა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ Oculus Quest 2 აღჭურვილია: Qualcomm Snapdragon XR2-ის პროცესორით, რომელსაც მხარს დაუჭერს 6GB ოპერატიული მეხსიერება.
წინამორბედთან შედარებით Quest 2-ს გააჩნია ასევე 1832 x 1920 გაფართოების მქონე LCD ტიპის ეკრანი 90Hz ეკრანი. მის კომპლექტაციაში შევა ასევე ახალი კონტროლერი. რაც შეეხება VR სათვალის ფასს, 64 GB-იანი ვერსიის ფასი $299 იქნება, ხოლო 256 GB-იანი მოდელის ღირებულება კი $399 შეადგენს.