Google Maps-ში ამიერიდან Covid-19-ის გავრცელების სტატისტიკის ნახვასაც შეძლებთ
მსოფლოიში არსებული მოვლენებთან დაკავშირებით კომპანია Google-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ Google Maps-ში ამიერიდან Covid-19-ის გავრცელების არეალი და სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკაც ნახოთ.

ზემოთ აღნიშნული ფუნქციის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციაში შესვლისას არჩეული ადგილის მიხედვით ყოველ 100 ათას ადამიანზე Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი ნახოთ.
იმ შემთხვევეაში თუ რომელიმე სახელმწიფოში მაღალი იქნება ინფიცირების რიცხვი თქვენ მას შედარებით მუქ ფერში დაინახავთ, რაც მინიშნება იქნება იმისა, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ინფიცირების დონე არცთუ ისე დაბალია. რაც შეეხება მის ამოქმედებასა და განახლებას. აღნიშნული ფუნქცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყენაში ჩაეშვა და მონაცემები ყოველ საათობით ნახლდება.